ვიზიტი პედიატრთან

კითხვა: გამარჯობა,ჩემს შვილს,რომელიც არის 6 წლის ბიჭი,დაახლოებით მაისიდან თითქმის ყოველ დღე საღამოს 4 საათიდან 6 საათამდე აქვს სიცხე 37.მერე თავისით უწევს დაბლა.გავუკეთე სისხლის საერთო ანალიზი,სადაც მხოლოდ მონოციტები აქვს ცოტა მომატებული(14.70),მაშინ როდესაც ნორმაა10.0,ც-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში,ნორმაა.გლუკოზაც ნორმაში აქვს(76.54),შარდში ცოტა მარილებიო,მითხრა პედიატრმა.ანტიბიოტიკიც მიიღო.ოტო-რინო-ლარინგოლოგთანაც მყავდა,იქნებ მირჩიოთ რა გზას მივმართო?მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
ანალიზის მხოლოდ ამ მონაცემების მიხედვით, პასუხის გაცემა ჩვენი მხრიდან არ იქნება კორექტული.
გირჩევთ, მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში პედიატრს.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ, ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა