მუცლის ტკივილი ნაყოფის მოძრაობისას

კითხვა: კიდევ ერთ კითხვით შეგაწუხებთ.როცა ბავშვი მოძრაობს მუცელი მტკივა ხშირად ისეთ მოძრაობას აკეთებს რომ მუცელი მეჭიმება და ძალიან მიჭირს სუნთქვა მაგ დროს.
პასუხი:

მოგესალმებით,
24 კვირიდან ნაყოფის მოძრაობა 1 საათში საშუალოდ 10-15-დარტყმას შეადგენს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ნაყოფს შეიძლება ეძინოს, მაგალითად 3 საათი და ამ დროს თითქმის არ მოძრაობდეს.
ძალიან აქტიური და მტკივნეული მოძრაობა კი მიუთითებს, რომ რაღაც არ არის წესრიგში. ასეთ შემთხვევაში გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.
მოულოდნელი და ძალიან აქტიური მოძრაობა შეიძლება მიუთითებდეს დედის სხეულის არასასურველ პოზიციაზე, ამიტომ ორსულმა უნდა შეიცვალოს მდებარეობა.
ნაყოფის მოძრაობის ინტესივობის მაქსიმალური მატება აღინიშნება ორსულობის 24-დან 32 კვირამდე, შემდეგ თანდათანობით იკლებს, განსაკუთრებით მშობიარობის მომენტისთვის.
კვლავინდებურად გირჩევთ, მიმართეთ თქვენს მეან–გინეკოლოგს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა