მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, თუმცა, შევეცდებით ზოგადად მოგაწოდოთ ინფორმაცია.
როგორც მოგვითხრობთ, ხართ პედაგოგი, აქედან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ საქმე შესაძლოა ეხებოდეს ფონასთენიას, რაც ნიშნავს, ხმის ფუნქციურ მოშლას. ის ძირითადად პროფესიული დაავადებაა, ემართებათ, მომღერლებს, პედაგოგებს, მსახიობებს და სხვა ისეთი პროფესიის ადამიანებს აღენიშნება, რომელთაც სამეტყველო აპარატის გადაძაბვა უწევთ.
ფონასთენიას იწვევს ზოგიერთი სხვა დაავადებაც, მათ შორის - ქრონიკული სურდო, ადენოიდები, ცხვირის პოლიპები, ცხვირის დანამატ წიაღთა დაავადებანი,ხახისა და ხორხის ორგანოთა ანთებითი დაავადებანი , ტრაქეაში, ბრონქებსა და ფილტვებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, რომლებიც ასევე მოქმედებს ხმის წარმომქმნელ აპარატზე.
ხმის დაკარგვას არცთუ იშვიათად ნევროზიც იწვევს.
ხორხისა და მის გარშემო რბილი ქსოვილების ტკვილებს, შესაძლებელია იწვევდეს ასევე ტონზილიტიც, ეს არის ნუშურა ჯირკვლის ანთება, ნუშურა ჯირკვალი კი ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც ხახის ორივე მხარეზე არის განლაგებული.
ლიმფური სისტემის სხვა ორგანოებთან ერთად ტონზილები მოქმედებენ როგორც იმუნური სისტემის ნაწილი, გამოიმუშავებენ რა იმუნოგლობულინებს, ანტისხეულებს და განაპირობებენ ინფექციებისაგან დაცვას, განსაკუთრებით ეს ეხება ზემო სასუნთქი გზების ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებს.
იმისთვის, რომ თავი აარიდოთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და დაადგინოთ თქვენი სიმპტომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც გაგსინჯავთ ინსტრუმენტულად, შეაფასებს მდგომარეობას და თავად გაგცემთ ამომწურავ პასუხს, მკურნალობის მეთოდის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.ძალიან მაწუხებს ტკივილები ხორხზე .განსაკუთრებით ნერწყვის ყლაპვისას.ასევე მტკივა ხორხის ორივე მხარეს რბილი ქსოვილები. თითკოს რაღაც მაქვს ვყლაპავ და ვერ ვყლაპავ.ვარ პედაგოგი ხშირად მიწევს ხმამაღლა ლაპარაკი რა დროსაც დისკომფორტი მექმნება.ეს ყველაფერი დამეწყო ერთი თვის უკან ართრიტის მკურნალობის შემდეგ .ფარისებრი ნორმაზე მაქვს.ხორხზე რა გამოკვლევები შეიძლება ჩავიტარო დიაგნოზის დასასმელად.მადლობა წინასწარ.
პასუხი: