კითხვა: გამარჯობა.67 წლის მამაკაცს ორი კვირის წინ დაეწყო ძლიერი თავის ტკივილები და დაბალი წნევა. დაეწყო მეხსიერების და მეტყველების პრობლემები. ტომოგრაფიამ აჩვენა წარმონაქმნი თავში. ეს სიმსივნეა თუ შეიძლება სხვა რამეც იყოს? პ.ს. შეიძლება ანალიზის პასუხები და ტომოგრაფია მე მოვიტანო ექიმთან საკონსულტაციოდ თუ აუცილებელია ავადმყოფი მოვიდეს?
პასუხი:
მოგესალმებით,
დასაზუსტებელია რა ტიპის წარმონაქმნი გამოიკვეთა ტომოგრაფიული კვლევის დროს. ამიტომ ამომწურავი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება, რადგან ზოგადად, ტერმინი "მოცულობითი წარმონაქმნი" შესაძლოა გამოყენებულ იქნეს თავის ტვინის აბსცესის (ჩირქგროვის) და ჰემატომის აღსანიშნავადაც.
რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, დიახ, შეგიძლიათ მობრძანდეთ კლინიკურ ონკოლოგთან კონსულტაციაზე და თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
თუ გამოირიცხება წარმონაქმნის სიმსივნურობა, მკურნალობაში ჩაერთვება ნეიროქირურგი.
საწყის ეტაპზე, პაციენტის ვიზიტი არ არის საჭირო.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისუვებთ ჯანმრთელობას !