ვიზიტი ოფთალმოლოგთან

კითხვა: მოგესალმებით.რამოდენიმე დღეა მაწუხებს თვალების ქავილი შიგა და შიგ წვაც.ხანდახან მტკივა კიდეც.ცოტა მიწითლდება ხომლე და თვალის თეთრ კაკალზე სიყვითლეც მაქვს.გამონადენი არ მაქვს უფრო სიმშრალეს ვგრძნობ და ხანდახან შორს წარწერების გარჩევა მიჭირს განსაკუთრებით მარჯვენა თვალში.ეს ღა უნდა იყოს ან რა შეიძლება ვიხმარო.მადლობა წინასწარ.
პასუხი:


მოგესალმებით,
თვალების ტკივილის მდებარეობა შეიძლება იყოს როგორც ზედაპირული, ისე თვალის შიგნითა სტრუქტურების მომცველი. თვალის ზედაპირულმა ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს ქავილის სურვილი და იყოს მწველი ან გამჭოლი, მიზეზი შეიძლება იყოს უცხო სხეული, ინფექცია ან ნებისმიერი ფაქტორი , რაც გააღიზიანებს და ანთებას გამოიწვევს თვალის მემბრანაზე.
ზოგადად გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
● ალერგია;
● საკონტაქტო ლინზებთან დაკავშირებული პრობლემები;
● რქოვანას ცვეთა (თვალის გამჭვირვალე გარსის, რქოვანას ზედაპირული შრეების აქერცვლა);
● მშრალი თვალის სინდრომი;
● გლაუკომა;
● კონიუნქტივიტი;
● სკლერიტი (თვალის გარეთა თეთრი გარსის, სკლერის ანთება);
● უვეიტი (თვალის შუა ნაწილის ანთება).
დისტანციურად ზუსტად დიაგნოსტირება, კლინიკური კვლევების გარეშე შეუძლებელია, ასევე, გამომწვევი მიზეზის დადგენის გარეშე, თვალის წვეთებზე მითითებას ვერ მოგცემთ. ამიტომ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ჩაგიტარდებათ პირველადი გამოკვლევები, დაზუსტდება ან გამოირიცხება ოფთალმოლოგიური პრობლემები და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეებია ოთხშაბათი და ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა