მხედველობის ნერვის ატროფია

კითხვა: გამარჯობა, დედას დაუდგინეს მხედველობის ნერვის ატროფია, თუ ექვემდებარება მკურნალობას ? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას. ატროფია არის ორგანოს ან ქსოვილის ზომების შემცირება და ფუნქციის მოშლა.
მხედველობის ნერვის ატროფიის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც იწვევს ნერვული ბოჭკოების დაზიანებას და მათ შეცვლას გლიური და შემაერთებელი ქსოვილით. ეს პათოლოგიური მდგომარეობებია მხედველობის ნერვისა და ბადურას დაავადება, თავის ტვინის დაავადება, მისი გარსისა და სისხლძარღვების დაზიანება, გლაუკომა, ზოგადი ინტოქსიკაცია, მემკვიდრეობითი ფაქტორები, ნევრიტი, პოსტტრავმული ატროფია.
დიაგნოზიდან და ხარისხიდან გამომდინარე, მხედველობის ნერვის ატროფიის მკურნალობა, ოფთალმოლოგისა და ნევროლოგის ერთობლივი პრეროგატივაა.
შეუძლია დედათქვენს მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, სადაც გავლის ოფთალმოლოგისა და ნევროლოგის კონსულტაციებს, დაზუსტდება რიგი დეტალები, რასაც მიმოწერის რეჟიმში ვერ განვიხილავთ და შეერჩევა მკურნალობის თანამედროვე მეთოდი.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა