მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ძნელია იმის გარკვევა ,თუ რას ემსახურებოდა კისრის კუნთებზე ჩატარებული ოპერაცია და როგორია კისრის მალების მდგომარეობა . როგორც ამბობთ ,წლების წინ თქვენ ჩაგიყენეს ხელოვნური მასალის მალები ,მაგრამ უცნობია ,ამჟამად რა ვითარებაა ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილში მაგალითად ,არის თუ არა იქ ანთებითი ცვლილებები,ან ხერხემლის გადაადგილებული სტრუქტურებით ნერვებზე ზეწოლა, რომლის დროსაც ძლიერი ტკივილი გადაეცემა კეფის არეში, საფეთქელში და ა.შ.
სავარაუდოდ, ამიტომ გირჩიათ თქვენმა მკურნალმა ექიმმა მიგემართათ ნევროპათოლოგისათვის.
დისტანციურად ზუსტ დიაგნოზს ვერ დაგისვამთ, რა თქმა უნდა, ვერც მედიკამენტებზე მიგითითებთ ვინაიდან პირველ რიგში აუცილებელია ტკივილის მიზეზში გარკევევა .
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შევძლებთ ზუსტ დიაგნოსტირებას და მკურნალობის მეთოდის შერჩევას, თუ ვიზიტისას გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული კვლევის საჭიროება, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, 550 ლარის ნაცვლად 280 ლარად.
MRI აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათს.
ხოლო ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გავიკეთე ოპერაცია კისერზე უკან იმ მიზეზით რომ მაწუხებდა ტკივილები კისრის მალებში.ადრე 10 წლის უკანაც გავიკეთე ოპერაცია რომლის დროსაც ამომაცალეს რამდენიმე დეფორმირებული და მათ მაგივრად ჩამიდგეს სპეციალურად გამზადებული ხელოვნური.მაშინ ოპერაცია ბრწყინვალედ ჩამიტარა პროფესორმა მაღალაშვილმა.შედეგი მართლაც კარგი გამოდგა....აი 2 წლის წინ როგორც ზემოთ დავწერე დამეწყო.კისრის უკან და კეფის არეში ტკივილი.მაღალაშვილმა ისევ გამიკეთა კისრის უკან კუნთებზე ოპერაცია, თითქოს ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო....მაგრამ ტკივილები ისევ მაქვს კეფის არეში თან ძლიერი...მაღალაშვილმა მითხრა ეს უკვე ნევროპათოლოგების საქმეაო... მივედი ჩემს ნაცნობ ნევროლოგთან რამდენჯერმე გამომიწერა ტკივილგამაყუჩებლები...კეტცი ..ანალგინის და დიმედროლის ნარევი...აგრეთვე მკუურნალობდა მიდოლტსმით...მაგრამ უშედეგოთ.ეხლა ერთი ახლობლის რჩევით რომელც მოსკოვშია მისი პირადი ნევროპათოლოგის რჩევით დავიწყე კატადოლონის მიღება. ჯერჯერობით შედეგს ვერ ვატყობ არადა გაუსაძლის მდგომარეობაში ვარ.იქნებ თქვენ დამეხმაროთ იქნებ.რამე შედეგიანი გაქვთ. თუნდაც მცირედ შემიჩეროს. ტკივილი.
პასუხი: