მოგესალმებით,
ზოგადად, თავის ტკივილი ექიმთან მომართვის ერთ-ერთი აქტუალური მიზეზია, შესაბამისად, ის არის ძალიან ბევრი დაავადების სიმპტომი. ეს შეიძლება იყოს როგორც ნევროლოგიური, ისე არანევროლოგიური. არსებობს პირველადი თავის ტკივილი, ანუ როცა კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ გვაქვს და მეორეული თავის ტკივილი, რომელიც წარმოადგენს გარკვეული პათოლოგიის შედეგს და ერთ-ერთ სიმპტომს.
ეს შეიძლება იყოს სისხლის მიმოქცევის მოშლით გამოწვეული, თავის ტვინში სხვადასხვა წარმონაქმნით გამოწვეული, სინუსიტების, ფრონტიტების, ინფექციური დაავადების ერთ-ერთი ნიშანი.
არანევროლოგიური დაავადებებიდან შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით გამოწვეული.
თავბრუსხვევის სიმპტომის დეტალური და ზუსტი აღწერა ექიმს უადვილებს მიზეზის დადგენასა და მკურნალობას.
თავბრუსხვევას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ამ სიმპტომის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზებია:
შიდა ყურის პრობლემები, სისხლის მიწოდების შეზღუდვა, გარკვეული მედიკამენტები.
თავბრუსხვევის სხვა მიზეზებია: ანემია, ტვინის შერყევა, ზოგადი შფოთვა, ჰიპოგლიკემია, შაკიკი, პანიკური შეტევა. თავბრუსხვევა ხშირად დროებითია და თავად გაივლის. რამდენიმე მარტივი რჩევა შესაძლოა დაგეხმაროთ თავბრუსხვევის დროს:
● მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. კარგი ჰიდრატაცია თავიდან აგარიდებთ თავბრუსხვევის რამდენიმე გამომწვევ მიზეზს;
● თავი შეიკავეთ კოფეინისა და თამბაქოს მოხმარებისაგან. ეს ნივთიერებები სისხლძარღვებს ავიწროვებენ და ამით აუარესებენ სიმპტომს, ასევე აუცილებლად დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან.
ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, სადაც აუცილებელია წინასწარი ჩაწერა 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობათ მაინტერესებს თავბრუსხვევა .ხშირი თავის ტკივილი . საკეისროს ჩარევის მერე მომემატა ხშირი თავის ტკივილიც და რაღაც თავზე წერტილოვანი ტკივილი მაქ რა გზას დავადგე რა ჭირდება ვის დავუკავშირდე?
პასუხი: