მოგესალმებით,ფეხის დასიებამ შეიძლება მოიცვას ფეხის ნებისმიერი არე - ტერფი, წვივი, თეძო, კოჭი. ფეხის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს როგორც სითხის დაგროვებამ (სითხის შეკავებამ), აგრეთვე ანთებამ დაზიანებულ ან დაავადებულ ქსოვილებსა თუ სახსრებში. ფეხის ტკივილის ზოგიერთი მიზეზი, როგორებიცაა ტრავმა ან ხანგრძლივი დგომა და ჯდომა ადვილად შესამჩნევია. ხანდახან ფეხის ტკივილი შეიძლება სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებდეს, მაგ. გულის დაავადებაზე ან სისხლის კოლტებზე. სითხის დაგროვებით გამოწვეულ ტკივილს პერიფერიული ედემა ეწოდება. ამ სიმპტომის მიზეზები - პრობლემები გულსისძარღვთა სისტემაში, ლიმფურ სისტემაში ან თირკმელებში. სითხის შეკავება ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივად ჯდომამ ან დგომამ. სითხის შეკავებასთან დაკავშირებული ფაქტორებია:
1. თირკმლის მწვავე უკმარისობა;;
2. კარდიომიოპათია (გულის ქსოვილის დაავადება);
3. თირკმლის ქრონიკული დაავადება;
4. ციროზი (ღვიძლის განაწიბუროვანება);
5. ღრმა ვენის თრომბოზი;
6. გულის უკმარისობა;
7. ჰორმონული თერაპია;
8. ლიმფედემა (ლიმფური სადინარის დახშობა);
9. ნეფროზული სინდრომი (თირკმელებში მცირე სისხლძარღვების დაზიანება);
10. ტკივილის მომხსნელები, როგორებიცაა იბუპროფენი ან ნაპროქსენი;
11. პერიკარდიტი (გულის დამცავი გარსის შესიება);
12. ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად ისეთები, რომლებიც დაკავშირებულია დიაბეტთან ან მაღალ წნევასთან;
13. ხანგრძლივი ჯდომა;
14. ხანგრძლივი დგომა;
15. თრომბოფლებიტი;
16. ქრონიკული ვენური უკმარისობა (ფეხის ვენების დაქვეითებული ფუნქცია დააბრუნოს სისხლი გულში);
ფეხის ქსოვილების ანთება აგრეთვე შეიძლება იყოს ამ სიმპტომის მიზეზი. ანთება შესაძლოა იყოს ნორმალური პასუხი დაზიანებაზე ან რაიმე დაავადებაზე, თუმცა მას აგრეთვე იწვევს რევმატოიდული ართრიტი ან რაიმე სხვა ანთებითი დაავადება. ჩვენი რჩევა იქნება, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოერიდოთ დამოუკიდებლად პრეპარატების მიღებას და მიმართოთ ექიმს. შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაცია ხუთშაბათსა და შაბათს. რომელიც შეკრებს ანამნეზს, დაადგენს რა არის ზუსტი გამომწვევი მიზეზი და დაგინიშნავთ მკურნალობას, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან.
უფასო კონსულტაციისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ჩემი მეუღლე არის 60წლის.3–4 წელია ხშირად ფეხს იტკიებს და დიდი თითიდან იწყება ტკივილი სივდება ტერფიც და იკეთებს ფლოსტარენის ნემსს. ბოლო დროს გაუხშირდა და თითქმის ყოველ თვე ეწყება ტკივილი.ეს ფლოსტარენი რამდენად შეიძლება ასე ხშირად გაკეთება??????ექიმთან არ ყოფილა და რას მირჩევთ რის ექიმთან უნდა მივიდეს? მადლობა წინასწარ
პასუხი: