ვიზიტი მამოლოგთან

კითხვა: გამარჯობა, ვარ 20 წლის ერთ კვირაზე მეტია მტკივა მკერდი უფრო ხშირად ხელის დადებით და ვგრძნობ რომ გამაგრებულია რაღაც ადგილები ასევე იღლიასთანაც, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით, 

სარძევე ჯირკვალი ჯირკვლოვანი ქსოვილისგან, ცხიმისა და ფიბროზული ქსოვილისგან შედგება. ის 15-20 წილადაა დაყოფილი, თითოეული მათგანი კი მრავალ პაწაწინა წილაკს შეიცავს. წილაკების სადინარები დვრილში იყრის თავს.

სარძევე ჯირკვალი მთელი სიცოცხლის განმავლობაში განიცდის ცვლილებებს. მის სტრუქტურაზე გავლენას ახდენს ასაკი, სისხლში ჰორმონების შემცველობა, ესა თუ ის სამედიცინო პრეპარატი.

დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, უშუალო ვიზიტის გარეშე, ასევე დასაზუსტებელია ხართ თუ არა მეძუძური, მკერდის გადიდება და ტკივილი, მენსტრუალურ პერიოდშიც აქტუალურია თუ არა და ა.შ.

ყველაზე ხშირად მისი მიზეზი ბანალური ფიბროზული მასტოპათიაა, ამიტომ ტკივილის დროს გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ მამოლოგიურ სკრინინგზე უპრეცედენტო ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა