მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს სისხლძარღვთა კედლის მომატებულ განვლადობას.
სისხლძარღვთა კედლის მომატებული განვლადობა გვხვდება როგორც ინფექციური, ისე სისხლის სისტემის დაავადებების დროს.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, აუცილებელია მოიყვანოთ პაციენტი ჩვენს კლინიკაში ჰემატოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დასვამს დიაგნოზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.
ვიზიტისას, შესაძლოა ჰემატოლოგმა გადაგამისამართოთ ანგიოლოგთან, რომელთან კონსულტაციაც უფასოა და ტარდება ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა! გთხოვთ ამიხსნათ, დედას( 90 წლისაა) ფეხის კანჭებზე წინა მხრიდან აჩნდება წითელი და მუქი წითელი ლაქები.მტკივნეული არ არის, უბრალოდ ზოგჯერ აქვს წკმეტის შეგრძნება. დაახლ. ერთ კვირაში ქრება და ხელახლა ჩნდება. სვამდა ხანგრძლივად კარდიომაგნილს და უკვე ორი კვირაა აღარ ვაძლევ, მაგრამ ეს ლაქები ( როგორც სისხლჩაქცევა) ისევ აქვს. იქნებ დამაკვალიანოთ რა შეიძლება იყოს...
პასუხი: