ვიზიტი მამოლოგთან

კითხვა: ვარ 35 წლის. 3 წ.და 5 თვის წინ ,ძუძუს თავი დავანებებინე ბავშვს . (უფროსი 3წ . 6თ .იყო რომ 4თვის ორსულმა დავანებებინე თავი და მეორე 4წ. 7თვის. ) მას მერე მაქვს ნარჩენი რძე. 2 წლის წინ გავიკეთე ეხო და სითხის არსებობა დადასტურდა (ორივე ძუძუში) მამოლოგმა მითხრა ნარჩენი რძეაო და ამდენი ხნის ლაქტაციის ფონზე ,ნორმალურიცააო! გავიდა ორი წელი და ისევ მაქვს სითხე. როგორ მოვიქცე????მადლობა წინასწარ!
პასუხი:

მოგესალმებით,

ზოგადად,  წოვის პროცესი ავტომატურად რთავს იმ მექანიზმს, რომელიც ჯირკვალში რძის გამოყოფას იწვევს. წოვის შეწყვეტის შემდეგ,  რძე თანდათან მცირდება და ქრება, თუმცა მცირე რაოდენობით გამონადენი ჯირკვლიდან გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება მაინც დარჩეს, ასეთ დროს ხშირად მიმართავენ "გამოწველას" მაგრამ, თუ ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ რძის რაოდენობა არ შემცირდა, ამ შემთხვევაში ინიშნება ჰორმონული პრეპარატები, მაგრამ მათი თვითნებური მიღება დუშვებელია, იგი უნდა დანიშნოს მეან-გინეკოლოგმა.

დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია. პაციენტის გამოკვლევის გარეშე ცხადია, დისტანციურად  მდგომარეობას ვერ შევაფასებთ.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და ისარგებლოთ აქციით ყველაზემიზერულფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა