ვიზიტი მამოლოგთან

კითხვა: გამარჯობათ.მაინტერესებს ონკოლოგიური ავადმყოფი თუ შრომისუნარიანი და ენერგიული შეიძლება იყოს.მგონია მკერდის სიმსივნე მაქვს. უსიამოვნო შეგრძნებები მაქვს და ქავილი შიგნით მკერდში.მაგრამ ენერგია მაქვს ვმუშაობ და ვასრულებ მძიმე სამუშაოს.გთხოვთ მითხრათ რა სიმპტომებია..რადგან ექიმთან წასვლა მიჭირს მეშინია.მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით, 

თუ სხვა სიმპტომები არ გაქვთ, შესაძლოა თქვენი ჩივილები უკავშირდებოდეს  თეთრეულს, გამოიყენეთ ბუნებრივი ქსოვილის ბუსჰალტერი და არაალერგიული სარეცხი საშუალებები.

თუ აღგენიშნებათ: მკერდის შეშუპება, გაცხელება, სიწითლე ან გამუქება,  ძუძუს ზომის, ფორმის, სიმეტრიულობის ცვლილება,  კანში ღრმულების გაჩენა ან დანაოჭება,  ძუძუს თავების ქავილი, აქერცვლა, ან გამონაყარი, დვრილიდან გამონადენი, მაშინ მდგომარეობა სერიოზულია და სავარაუდოა სიმსივნის არსებობა.

ვფიქრობთ,  ყველა შემთხვევაში თქვენთვის აუცილებელია ვიზიტი მამოლოგთან და გამოკლვების ჩატარება.

გასაგებია თქვენი მდგომარეობა, რომ გეშინიათ, მაგრამ თავი ხელში უნდა აიყვანოთ და დროულად მიაკითხოთ ექიმს, რადგან თუ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ადრეულ ეტაპზე მოხდეს მისი აღმოფხვრა. გვერწმუნეთ ,რთული დაავადების დროსაც შესაძლებელია ეფექტური მკურნალობის ჩატარება.

მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, სადაც გვაქვს ოქროს სტანდარტად აღიარებული, მამოლოგიური კვლევები და სკრინინგი სიმბოლურფასად,   ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31402/oqros-standartad-aghiarebuli-kvlevebi-simbolur-fasad-%E2%80%93-daamarckhet-dzudzus-kibo-qirurgiis-erovnuli-centris-dakhmarebit-

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკაშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა