ფიბრომა

კითხვა: გამარჯობა,ვიმყოფები საზღვარგარეთ აქაურმა ექიმების მიდგომებმა ძალიან დამაბნია და ვსაჭიროებ რჩევას,დედაჩემს რომელიც 46 წლისაა წლების მანძილზე ჰქონდა ფიბრომა ძალიან დიდი ზომის,2 წლის უკან ოპერაციამდე მარცხენა ფილტვზე აღმოჩნდა ჩრდილი,რაც არ მიიჩნიეს ოპერაციისთვის ხელისშემშლელად,ჩატარება ჰისტერექტომია,ამოიკვეთა მილებიც და საკვერცხეებიც,არ გაუგრძელეს არანაირი მკურნალობა. დაახლოებით ერთი წლის წინ რეტგენმა ისევ აჩვენა ჩრდილი ფილტვზე შედარებით აღმოჩნდა რომ მომატებულია,დააწვინეს საავადმყოფოში აუღეს სითხე,დაუნიშნეს 2 კვირიანი ანტიბიოტიკები და გამოწერეს,ბიოფსიამ არ აჩვენა არაფერი საეჭვო,შემდეგი ექიმის ვიზიტისათვის დაზღვევის გამო 3 თვე მოგვიწია ლოდინი, ამან გადახედა საბუთებს და ისევ ფიბრომის ანალიზების კვლევა განაახლა დაავალა გინეკოლოგთან ვიზიტი და შემდეგ ისევ ფილტვიდან სითხის ამოღება და კვლევა,არ უტარდება ამჟამად არანაირი მკურნალობა გინეკოლოგთან ვიზიტი 4 თვის მერე დაინიშნა , ნამდვილად მაშფოთებს და მაშინებს ეს მდგომარეობა,დაზღვევიდან გამომდინარე არ ექცევიან გულისყურით, ზერელედ და უყურადღებოდ ეპყრობიან,დედაჩემის დათანხმება თითქმის შეუძლებელი გახდა ექიმთან წასვლაზე,მაინტერესებს რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა , რას გამოიწვევს ეს და არის თუ არა საფრთხე კიბოსი. მადლობთ და ბოდიშს გიხდით ამ უცნაური კითხვისათვის მაგრამ ჩვენც ძალიან დაბნეულები ვართ.
პასუხი:

მოგესალმებით,
საშვილოსნოს ფიბრომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც თითქმის არასდროს განიცდის ავთვისებიან გადაგვარებას. მას სხვადასხვა აქვს ზომა, ფორმა, რაოდენობა, ადგილმდებარეობა.
ზოგადად, მკურნალობა ვითარებისა და პაციენტის მდგომარების გათვალისწინებით ინიშნება.
როგორც მოგვითხრობთ, დედას ჩაუტარდა ჰისტერექტომია, რის შემდეგაც აუცილებელად ინიშნება ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია, რასაც სჭირდება დინამიკაში დაკვირვება.
აქედან გამომდინარე, აუცილებელია საქმის კურსში ჩააყენოთ მკურნალი ექიმი, საჭიროა შემოწმდეს უშუალოდ ოპერატორისაგან, ყველა პოსტოპერაციული და პოსტინვაზიური უბანი.
ვინაიდან აღნიშნულ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა მისი პრეროგატივაა.
რაც შეეხება ფილტვზე ჩრდილს, დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა ზოგადად, რენტგენზე ე.წ სიშავე ანთებით პროცესს ნიშნავს.
დასაზუსტებელია, ხომ არ აქვს პაციენტს სიმპტომების ცალკეული გამოვლინება, მაგალითად: სუნთქვის სიხშირე (ტაქიპნოე), სუნთქვის დაქვეითება (ბრადიპნოე), ( სუნთქვა ნორმაში 16-20 –ია ).
აუცილებელია ყველა დეტალი დააზუსტოთ მკურნალ ექიმთან, სთხოვეთ მას ჩაგაყენოთ საქმის კურსში, აგიხსნათ და მოგაწოდოთ ინფორმაცია, მკურნალობასთან დაკავშირებით მის გეგმებში, დადებით და უარყოფით შედეგებში.
დისტანციურად პაციენტის მართვა შეუძლებელია, ამიტომ ვიმედოვნებთ, კლინიკა სადაც თქვენ იმყოფებით, სარგებლობს თანამედროვე გაიდლაინებით, ითვალისწინებს პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობის მეთოდებს, რაც საშუალებას იძლევა პაციენტი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ წესს. მაქსიმალურად ეფექტურად იქნეს გამოყენებული მკურნალობის შესაძლებლობები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა