ვიზიტი კარდიოლოგთან

კითხვა: გამარჯობა, გული მაქვს მუდამ აჩქარებული და რისი ბრალია გმადლობთ წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით, 

მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას.  გულისცემის სიხშირე ანუ გულის შეკუმშვათა რიცხვი, საზოგადოდ, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის სისხლი უნდა გადაქაჩოს გულმა სისხლძარღვებში. ჩვეულებრივ, გულს მეტი ჯაფა ადგება ფიზიკური დატვირთვისას.

საშუალოსტატისტიკური ზრდასრული ადამიანის გულისცემის სიხშირე (ნორმალური პულსი) წუთში 60-დან 80-მდე მერყეობს, სპორტსმენებისა - 40-დან 60-მდე. ასაკოვანი და დასუსტებული ადამიანის გულისცემამ  შესაძლოა წუთში 90-100 დარტყმას მიაღწიოს.

პულსი არტერიული კედლის რიტმული რხევაა, რომელსაც მარცხენა პარკუჭიდან აორტაში სისხლის გადასვლის შედეგად მისი კედლის შერხევა და ამ ტალღის სისხლძარღვის კედლის გასწვრივ გავრცელება განაპირობებს.

ყურადსაღები და საგანგაშოა მდგომარეობა, როდესაც გულისცემა ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე, მოსვენებისას, წუთში 100 დარტყმას აღწევს.

გულისცემის სიხშირეს ცვლის  არტერული წნევის მერყეობა, ასთმა, ანემია, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა. ტაქიკარდია ანუ გულის შეკუმშვათა გახშირება აღენიშნებათ აგრეთვე გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც სტენოკარდიული შეტევები გადაიტანეს.

გულის მუშაობის რიტმიდან ამოვარდნას ხელს უწყობს კოფეინი, ნიკოტინი, ნარკოტიკული საშუალებები, ალკოჰოლი და ზოგიერთი მედიკამენტი.

პირველ რიგში, სასურველია გამოირიცხოს გულ–სისხლძარღვთა პრობლემები, ამიტომ შემოგთავაზებთ კლინიკაში მიმდინარე  აქციას, სრულ კარდიოლოგიურ კვლევაზე, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/25670/chaitaret-sruli-kardiologiuri-gamokvleva-166-laris-nacvlad-99-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა