მოგესალმებით,
მოწესრიგებული მენსტრუალური ციკლი ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის საწინდარია.
საშვილოსნოს პოლიპი არის უცხო სხეული, ერთგვარი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც საშვილოსნოს ამომფენი ქსოვილისგან – ენდომეტრიუმისგან წარმოიქმნება.
პოლიპი შეიძლება გაჩნდეს როგორც საშვილოსნოს ღრუში, ისე ცერვიკალურ არხში და საშვილოსნოს ყელზეც, იყოს ერთეული ან მრავლობითი. მრავლობით პოლიპს საშვილოსნოს პოლიპოზს უწოდებენ. პოლიპების უმრავლესობა ფართო ფეხით არის დაკავშირებული ლორწოვან გარსთან, თუმცა არსებობს პოლიპები გრძელ ფეხზეც.
საშვილოსნოს პოლიპების წარმოქმნას, ჰორმონული დისბალანსი იწვევს. რისკის ჯგუფს მიაკუთვნებენ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე პაციენტებს.
შესაძლებელია, საშვილოსნოს პოლიპი იყოს მენსტრუალური ციკლის შემდგომი ტკივილების გამომწვევი მიზეზი, თუმცა დადასტურებით, დისტანციურად ვერ გიპასუხებთ.
აუცილებელია გინეკოლოგიური კვლევები, რათა გამოირიცხოს პათოლოგია.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ სრულ გინეკოლოგიურ კვლევებს ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !