ვიზიტი გინეკოლოგთან

კითხვა: გამარჯობა.ეს ბოლო პერიოდია სულ მტკივა ყელი და სულ გაჭედილი მაქვს ცხვირი.ამ ყველაფერს დაერთო ხერხემლის ერთ წერტილში ტკივილი'ასევე მტკივა მარჯვენა მუხლი და სიარულის დროს მაქვს დისკომფორტი.ადვილად ვიღლები და მტკივდება ტერფებიც.მხოლოდ ისაა შეღავათი რომ ღამით არ მაწუხებს საერთოდ.ვარ 28 წლის გოგო ორი შვილის დედა დატვირთული დღის რეჟიმით.რას მირჩევთ?! მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით, 

დისტანციურად რთულია დიაგნოსტირება, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ეს გავს სტრეპტოკოკული ინფექციის ფონზე განვითარებულ ფარინგიტს და პოლიართრიტს.

აუცილებელია სისხლის  გამოკვლევები ინფექციებზე. მათ შორის სქესობრივი გზით გადამდებზე, შემდეგ რევმატოლოგიური სინჯები და კონსულტაცია, საჭიროების შემთხვევაში გინეკოლოგთან და  რევმატოლოგთან.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კომპლექსური  გინეკოლოგიური კვლევა, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა