მოგესალმებით!
ჰიპერგლიკემია განიხილება როგორც პრედიაბეტური მდგომარეობა, რაც თავისთავად გულისხმობს ნორმასთან შედარებით სისხლის გლუკოზის მომატებული მაჩვენებლების არსებობას, მაგრამ არა იმ ზღვრამდე, რომ შაქრიანი დიაბეტი ეწოდოს.
თქვენს მიერ აღნიშნული სიმპტომი გვაფიქრებინებს, რომ მდგომარეობა ,სწორედ სისხლში გლიკემიის სწრაფ ცვლილებას უკავშირდება.
საკუთარი ინსულინის დაბალი დონის გამო, ტკბილეულის მირთმევის შემდეგ, სისხლში შაქრის რაოდენობა იზრდება და ვიღებთ დარღვეული ნორმით გამოწვეულ პათოლოგიებს, როგორიცაა:
• შიმშილის ძლიერი გრძნობა;
• მოძრაობის ზოგადი კოორდინაციის დარღვევა;
• ზოგადი სისუსტე;
• თავბრუსხვევა;
• გულისრევა;
• ცნობიერების დაკარგვა.
გირჩევთ დროულად მიმართოთ ენდოკრინოლოგს. აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს სისხლში შაქრის დონე, უზმოზე და ჭამის შემდეგ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, ექიმი ზოგადი ანამნეზის შეკრების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში , დაგინიშნავთ ლაბორატორიულ კვლევებს, ამის შემდეგ კი შეგირჩევთ მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !