მოგესალმებით! დღეს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები ფართოდ არის გავრცელებული. მით უფრო საყურადღებოა სარძევე ჯირკვლის კიბოსწინარე დაავადებების დროული გამოვლენა, რაც თავიდან აგვაცილებს მძიმე სნეულებას და მასთან დაკავშირებულ გართულებებს. არსებობს სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები: ადენომა, ფიბროადენომა, ფილოიდური სიმსივნე, სადინარშიგა პაპილომა, კისტა, ლიპომა.
მასტოპათიის დროს შეინიშნება მტკივნეულობა სარძევე ჯირკვალში ანუ მასტოდინია, რომელიც მენსტრუაციამდელ პერიოდში ძლიერდება. ტკივილი სხვადასხვა ხასიათისა და ინტენსივობისაა, თანდათან ხდება ინტენსიური და მუდმივი. ხშირად გადაეცემა მხარში, ბეჭში. სარძევე ჯირკვლები შებერილია, გამკვრივებულია.
დიფუზური მასტოპათიის ფონზე სარძევე ჯირკვალში ისინჯება გამკვრივებული უბანი, რომელსაც აქვს მკვეთრი საზღვრები. ის შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი, როგორც ერთ, ასევე ორივე ჯირკვალში. წოლისას გამკვრივებული უბნები კარგავენ საზღვრებს, თითქოს ირგვლივ მდებარე დიფუზურად შემკვრივებულ ქსოვილებში იკარგებიან.
სარძევე ჯირკვლის ადენომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ვითარდება ჯირკვლოვანი ელემენტების პროლიფერაციის შედეგად. კარგად შემოსაზღვრული, მოძრავი, რბილ-ელასტიკური კონსისტენციისაა. ხანდახან სიმსივნის შიგნით წარმოიქმნება კისტა. ამ შემთხვევაში იყენებენ ტერმინს "ცისტადენომა". ასეთი რამ ხშირია ახალგაზრდა ქალებში.
ფიბროადენომა უმთავრესად 30 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება. პალპაციით ის ისინჯება როგორც გლუვი, მკვეთრსაზღვრებიანი, მრგვალი ან ოვალური წარმონაქმნი, რომელიც ზეწოლისას თავისუფლად გადაადგილდება სარძევე ჯირკვლის ქსოვილში.
ძუძუს კისტა უმთავრესად კვანძოვანი ან დიფუზური მასტოპათიის ფონზე ვითარდება. შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი. დიაგნოსტირება უმეტესად ულტრაბგერითი გამოკვლევითა და ასპირაციული ბიოფსიით ხდება.
სარძევე ჯირკვლის ლიპომა ძალზე იშვიათი დაავადებაა. ეს რბილი, მკვეთრსაზღვრებიანი სიმსივნეა. საჭიროა მისი დიფერენცირება ფიბროადენომისა და კისტისგან. ის ძალიან იშვიათად ტრანსფორმირდება ავთვისებიან სიმსივნედ - ლიპოსარკომად. თითოეული ამ დაავადების გამოსავლენად დიდი მნიშვნელობა აქვს ძუძუს თვითგასინჯვას. ყოველგვარი ცვლილების აღმოჩენისას ქალმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს სპეციალისტს.
გირჩევთ, თქვენი ჩივილები უყურადღებოდ არ დატოვოთ და დროულად მიმართეთ მამოლოგს,რათა მოხდეს დიაგნოსტირება და შემდგომი მკურნალობა თუ ეს საჭირო იქნება. დისტანციურად რაიმე მითითებას ვერ მოგცემთ. გმადლობთ, რომ დაიტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა,დაახლოებით 1 კვირაა მაწუხებს მარცხენა მკერდი.1წერტილი მტკივა და დროდადრო მჩხვლერტს მთლიანად.რისგან შეიძლება იყოს? 7თვის წინ ფარისებრის ოპერაცია გავიკეტე და დაახლოებით 6თვის წინ იოდოთერაპია ჩავიტარე.
პასუხი: