მოგესალმებით,
დაორსულების ალბათობა ყველაზე დიდია ოვულაციის პერიოდში. ოვულაციის დადგენა ყველაზე ზუსტად ექოსკოპიური კვლევით ან საოვულაციო ტესტით არის შესაძლებელი.
ოვულაცია საკვერცხიდან კვერცხუჯრედის საშვილოსნოში გადმოსვლის პროცესია. ეს მომენტი დაახლოებით ორ მენსტრუაციას შორის შუა პერიოდს ემთხვევა. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ორსულობის განვითარება მოსალოდნელია არა მხოლოდ იმ დღეს, როცა ოვულაცია მოხდა, არამედ მაშინაც, თუ სქესობრივი ურთიერთობა გქონდათ ოვულაციამდე სამი დღით ადრე. თუმცა, ოვულაციის ზუსტი დღის განსაზღვრა ზეპირად შეუძლებელია - მხოლოდ მიახლოებით შეიძლება ვივარაუდოთ ეს თარიღი. მაგალითად, თუ 28 დღიანი ციკლი გაქვთ, მაშინ ოვულაციის მოსალოდნელი დღეებია მენსტრუაციის მოსვლიდან მე-12 -მე-17 დღეებს შორის პერიოდი. თუ ამას დავუმატებთ იმ სამ-სამ დღეს (ოვულაციამდე და ოვულაციის შემდეგ), გამოდის, რომ განყოფიერებისთვის მოსალოდნელი პერიოდია მენსტუაციის მოსვლიდან მე-9 - მე-20 დღეები.
ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მიბრძანდეთ გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, რათა დადასტურდეს ან გამოირიცხოს ორსულობა.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფაგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაცია გინეკოლოგთან, მობრძანდით, უშუალო ვიზიტისას ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე, კომპეტენციის ფარგლებში, გაგცემთ ამომწურავ პასუხს.
გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. ბოდიში რომ გაწუხებთ. 1 თვის გათხოვილი ვარ. გათხოვების შემდეგ მომივიდა მენსტრუაცია 17 მაისს. როდისთვის შევძლებ იმის გაგებას დავრჩი თუ არა ფეხმძიმეთ?. ზოგი მეუნება რომ 17 ივნის უნდა დაველოდო მომივიდა თუ არა ამ რიცხვში მენსტრუაცია და თუ გადამიცდება მერე გავიკეთო ტესტი. შეგიძლიათ უფრო ამიხსნათ და დამაკვალიანოთ? ბოდიში შეწუხებისთვის
პასუხი: