მოგესალმებით,
ჯიბლიბო არის ქუთუთოს კიდის მტკივნეული შესიება. ჯიბლიბოები ხშირად ჩირქს შეიცავს. ჯიბლიბო უფრო ხშირად ქუთოთოს გარეთა ნაწილზე წარმოიქმნება, თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება წარმოიქმნას ქუთუთოს შიგნითა ნაწილზეც.
ჯიბლიბოს იწვევს ქუთუთოს ცხიმოვანი ჯირკვლების ინფექცია. ამ ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევია სტაფილოკოკური ბაქტერია.
ჯიბლიბოების უმეტესობა არ აზიანებს თვალს და ხელს არ უშლის მხედველობას, თუმცა აუცილებელია მკურნალობისათვის მიმართოთ ექიმს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, შეარჩევს მკურნალობის სათანადო კურსს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: თვალზე ერთი წლის წინ მქონდა ჯიბლიბო დღესაც იმ ადგილას მაქვს პატარა ბურთულა რადგან ჯიბლიბო თავს ვერ იკეთებს რა გავაკეთო რას მირჩევთ
პასუხი: