მოგესალმებით,
დისბაქტერიოზი, ადამიანის ნაწლავთა მიკროფლორის თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილებაა, რომელიც არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, არამედ მთელი ორგანიზმის ფუნქციობაზე აისახება.
მისი გამომწვევი მიზეზები შემდეგია: ნაწლავური ინფექციები, ფერმენტოპათია, ალერგიული დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, არახელსაყრელი საცხოვრებელი და ეკოლოგიური პირობები, სტრესი, არასწორი კვება და კვების ჩვეული რეჟიმის დარღვევა, გენეტიკური ფაქტორები, სხვა.
როგორც მოგვითხრობთ, პაციენტს „უთხრეს კუჭიც დაწეულია ქვევით და ტკივილიც მაგიტომ გაქვსო“ , სავარაუდოდ გულისხმობთ გასტროპტოზს, რომელიც შესაძლოა იყოს, როგორც თანდაყოლილი ანატომიური, პრობლემა, ასევე შეძენილი, კერძოდ, თანდაყოლილი გასტროპტოზი დაკავშირებულია მსხვილი ნაწლავის ჯორჯლის დაგრძელებასთან.
შეძენილი გასტროპტოზი გამოწვეულია კუჭის იოგოვანი აპარატის გაჭიმვით მუცლის წინა კედლის კუნთების ჰიპოტონიის ფონზე.
რაც შეეხება, კუჭ–ნაწლავის სისტემის კვლევას, ცხადია შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფიით, მათ შორის რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების გამოყენებით .
კუჭ–ნაწლავის ზედა ტრაქტის შესასწავლად მნიშვნელოვანია ვიზუალური კვლევა გასტროსკოპით, რომელიც წარმოადგენს მოქნილ, დრეკად მილს, რომლის შიგნითაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემაა. გასტროსკოპიას იყენებენ საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსების კვლევისთვის ამ ორგანოებიდან სისხლდენაზე ან მათში სიმსივნის არსებობაზე ეჭვის დროს, კუჭის და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ეზოფაგიტის, გასტრიტისა და სხვა დაავადებების დროს.
დიახ, ჩვენი კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით ,მათ შორის ქირურგებით და გასტროენტეროლოგით, თუმცა სრული დიაგნოზის ფორმირებისა და შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად ,საეჭვოა ,რომ საკმარისი იყოს ერთჯერადი ვიზიტი .
თქვენი მეუღლის დიაგნოზები ,რაც დისტანციურად გავარკვიეთ სავარაუდოდ არის : მეგაკოლონი ( მეგადოლიხოსიგმა ) ,ნაწლავთა დისბაქტერიოზი და გასტროპტოზი .
ამ დაავადებათა სამკურნალოდ საჭიროა ხანგრძლივი თერაპია და სათანადო კვების რეჟიმი ,ზოგჯერ კი საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა .
გირჩევთ ,თავდაპირველად გაიაროთ კონსულტაციები ჩვენს კლინიკაში , პაციენტის გარეშე , უკვე არსებული კვლევების წარმოდგენით .შემდეგ კი ,ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ,ჩვენგან წაღებული ფორმა 100–ის საფუძველზე , ჩაუტაროთ პაციენტს ჩვენი სპეციალისტების მიერ დანიშნული კვლევები .
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრული გასტროსკოპიული კვლევა, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !