ვიზიტი გასტროენტეროლოგთან

კითხვა: გამარჯობა, მაქვს მუცლის ფეთქვა ჭიპის ზემოთ გავიკეთე მუცლის ექოსკოპია ნაღველი მქონდა გადიდებული და ღვიძლის ფუნქციები არიყო დარღვეული დიეტას ვიცავ მაგრამ ფეთქვა მაინც მაქვს სხვა რამე პრობლემა არმქონდა მუცელში გთხოვთ რა მიზეზია სხვა ამის მიპასუხოთ ან რა გავიკეთო დასადგენათ თუ რა ორგანო ფეთქავს მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ჭიპთან პულსაციის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება გახდეს, მაგალითად, სხეულის დიდ ხნით უხერხულ პოზაში ყოფნა, დიდი ფიზიკური დატვირთვა, სტრესი და სხვა. ასეთ შემთხვევაში პულსაცია მალე გაივლის.
როგორც მოგვითხრობთ, იცავთ დიეტას, შესაძლოა ბოლო ხანებში წონაში საგრძნობლად დაიკელით, რის გამოც დაიწია მუცლის წინა კედელმა,მიუახლოვდა ხერხემალს და ამიტომ გრძნობთ აორტის პულსაციას ,რომელიც მუცლის ღრუში მდებარეობს ხერხემლის სიახლოვეს .
თუ გსურთ გამორიცხოთ მუცლის აორტის პათოლოგიები ( აორტის ანევრიზმა და ა.შ.) მაშინ, სასურველია განმეორებით ჩაიტაროთ შემდეგი კვლევები : მუცლის ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან, რომელიც დაგეხმარებათ პულსაციის გამომწვევი მიზეზის კვლევის საჭიროების დადგენასა და მკურნალობის მეთოდის შერჩევაში.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა