მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ,დასმული დიაგნოზი და დანიშნული მკურნალობა ,პრაქტიკულად ადექვატურია .თუმცა ჩვენ არ ვიცით ზოგიერთი დეტალი ,რაც ასევე მნიშვნელოვანია იმის გადასაწყვეტად თუ რამდენად შეიძლება ეს მკურნალობა აღმოჩნდეს ეფექტური .
კერძოდ ,ჩვენ არ ვიცით არითმიას იწვევს რაიმე კარდიული მიზეზი და მხოლოდ საყლაპავის თიაქრის რეფლექსური მოქმედების შედეგია .
აქედან გამოდინარე ,ჩვენთვის ძნელია ზუსტი პასუხის გაცემა .შესაბამისად ,გირჩევთ მიჰყვეთ თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ჩააყენეთ მკურნალობის მიმდინარეობის კურსში, მისი პრეროგატივაა შეცვალოს ან გააგრძელოს დაგეგმილი მეთოდი.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას შეაფასებს თქვენი მეუღლის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ასევე შესაძლოა მკურნალობის მიმდინარეობაში ჩაერთოს კარდიოლოგიც.
კვლევების შედეგად შესაძლოა გამოიკვეთოს ისეთი ვითარება,როდესაც მედიკამენტური მკურნალობა უპერსპექტივოა და საჭიროა ქირურგიული ჩარევა .
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური და გვყავს ყველა სპეციალისტი, ვფიქრობთ, ხელი შეგეწყობათ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტების განხორციელება.
ჩვენი მაღალკვალიფიცურ ექიმთა გუნდი კი, აუცილებლად დაგეხმარებათ და დაენიშნება თქვენს მეუღლეს, აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
გვაქვს მიმდინარე აქციებიც, რომელთა ვრცლად სანახავადაც, შეგიძლიათ მიჰყვეთ ბმულს:
● გულ-სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილი გამოკვლევა: https://kirurgia.ge/article/25670/chaitaret-sruli-kardiologiuri-gamokvleva-166-laris-nacvlad-99-larad
● სრული გასტროსკოპიული კვლევა: https://kirurgia.ge/article/31394/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-gastroskopiul-kvlevas
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკაშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !