ვიზიტი ენდოკრინოლოგთან - ენდოკრინოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, ჯდომის დროს მიცივდება ქვედა კიდურები, ტერფები უფრო მეტად, გავიკეთე გამოკვლევა ვენებზე და მიზეზი ვენები არ აღმოჩნდა. ნერვოზი არ მაქვს.ნარ 55 წლის ქალი. რომელ ექიმს მივმართო და რა სახის გამოკვლევა უნდა ჩავიტარო? მე ვფიქრობ, ხერხემლის ბრალია. თქვენი აზრი მაინტერესებს. დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ცივი კიდურების არსებობა შესაძლოა არ უკავშირდებოდეს რაიმე პათოლოგიას, თუმცა შეიძლება ენდოკრინული სისტემის პათოლოგიაზე მეტყველებდეს, გარდა ამისა, შესაძლოა იგი რკინადეფიციტური ანემიის შედეგიც იყოს.
ორივე შემთხვევაში საჭიროა სისხლის ლაბორატორიული კველევების ჩატარება.
ერთ შემთხვევაში გამოსაკვლევია სისხლში რკინის შემცველობა, ხოლო მეორე შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები – TSH და FT4.
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი პათოგენეზური ფაქტორი – ხშირ შემთხვევებში , ე.წ. რეინოს დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ჰელიკობაქტერიის არსებობასთან, რომლის გამოსავლენად საჭიროა გასტროენტეროლოგთან ვიზიტი.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური, გვყავს ყველა ექიმი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში სპეციალისტებთან ვიზიტი.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის კვლევებზე ფასდალება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: 

https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა