აუტოიმუნური თირეოიდიტი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაქვს ავტოიმუნური თირეოდიტი. თიროქსილ 4.0 ვსვამ ექიმის დანიშნულებით. შესაძლებელიაა თუ არაა ფარისებრის ჯირკვლების ტკივილი მიუხედავად იმისა რომ წამალს ვსვამ და თუ შესაძლებელია თავიის ყრუ ტკივილი ამას უკავშირდებოდეს? მადლობა წინასწარ 2. მარჯვენაა ხელ-ფეხში მაქვს ძალა შესუსტებული. მცირედი წელის ტკივილიც ახლავს. რისი ბრალი შეიძლებაა იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს შეკითხვას ნაწილობრივ ვუპასუხეთ წინა შეტყობინინებაში, იხილეთ ბმულზე:       https://kirurgia.ge/ask/33304/tavbruskhveva-
რაც შეეხება აუტოიმუნურ თირეოიდიტს, მოგახსენებთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის, ამ ქრონიკულ ანთებით დაავადებას იწვევს სისხლში ანომალიური ანტისხეულების არსებობა და ლეიკოციტები, რომლებიც უტევენ და აზიანებენ ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს, რაც ორგანოთა თითქმის ყველა სისტემის მხრივ იწვევს დარღვევებს, მათ შორისაა თქვენს მიერ აღწერილი ჩივილებიც.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ორგანოების მხრივ პაციენტები ხშირად აღნიშნავენ სახსრების ტკივილს, კიდურების დაბუჟებას, კუნთოვან სისუსტეს, ფიზიკური და ინტელექტუალური შრომის უნარის დაქვეითებას.
აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს ინიშნება ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია. მედიკამენტის დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ მკურნალობის პროცესში ჩატარებული საკონტროლო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე.
ეს დაავადება საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობასა და ადეკვატურ მკურნალობას.
მნიშვნელოვანია დაავადება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციით მიმდინარეობს თუ ჰიპერფუნქციით, რაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევით დგინდება. ჩანაცვლებითი თერაპიის ადექვატურ დოზაზეა დამოკიდებული ანტისხეულების რაოდენობაც.
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ მიიღოთ ექიმი ენდოკრინოლოგის კვალიფიციური კონსულტაცია და საკონტროლო კვლევებიც აქციის ფარგლებში ჩაიტაროთ, იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad- 
სხვა შემთხვევაში, დიტანციურ რეჟიმში რეკომენდაციების მოცემას ვეღარ გავაგრძელებთ.
აქციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა