ვიზიტი ენდოკრინოლოგთან

კითხვა: გამარჯობა ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია გავიკეთე და პასუხია შემდეგი.მარჯვენა წილის შუა მესამედში წინა ზედაპირთან ახლოს ფიქსირდება მრგვალი ფორმის მკვეთრად კონტურირებული შედარებით დაბალი ექოგენობის მცირედ არაერთგვაროვანი ექოსტრუქტურის კარგად ვასკულარიზებული 3.6 მმ კვანძი,ისთმუსში-არამკვეთრად კონტურირებული დაბალი ექოგენების ერთგვაროვანი ექოსტრუქტურის სუსტად ვასკულარიზებული კვანძი 4×2.43 და 4.4×2.6 მმ.მარცხენა წილის ქვედა პოლუსში ოვალური ფორმის არამკვეთრად კონტურირებული ჰიპოანექოგენური ერთგვაროვანი ექოსტრუქტურის ზომიერად ვასკულარიზებული კვანძი ზომით 4.4×2.4.საძილე არტერია ექოლ.შეუცვლელი საუღლე ვენევი ექოლ.შეუცვლელი ლიმფური კვანზები პათოლოგიის გარეშე მითხრეს გაიკეთე ბიოფსია 3.6 მმ-იან კვანძეო და რამდენად შესაძლებელი იქნება ესეთ პატარა კვანძზე ბიოფსიის გაკეთება ან დაახლოებით როგორი პასუხებია შეიძლება თუ არა ეს კვანძი იყოს კოლოიდური.tsh 1.49 da anti pto ნორმაში მადლობა დიდი წინასწარ
პასუხი:

 

მოგესალმებით, 

პასუხის გაცემა,  დისტანციურად, მხოლოდ ამ ანალიზების საფუძველზე არაკორექტული იქნება.

სასურველია ეწვიოთ ენდოკრინოლოგს, რომელიც  შეკრებს ანამნეზს, მოისმენს თქვენს ჩივილებს და ჩაატარებს ფიზიკურ გასინჯვას, ხოლო შემდეგ დაგინიშნავთ შესაბამის და ინდივიდუალურ მკურნალობას და კომპეტენციის ფარგლებში  გაგცემთ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს.

შემოგთავაზებთ კლინიკაში მიმდინარე ენდოკრინოლოგიურ აქციას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა