ვიზიტი ენდოკრინოლოგთან

კითხვა: გავიკეთე ჩიყვის ოპერაცია ყველაფერმა კარგად ჩაიარა მაგრამ ოპერაციიდან 3თვის შემდეგ ფეხები და სახე შემიშუპდა გავიკეთე ანალიზები არაფერი ცლილებები არ მაქვს მეუბნებიან ამ ოპერაციამ იცისო რამდენად მართებულია
პასუხი:

მოგესალმებით,
ფარისებრი ჯირკვალი პატარა, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც კისერზე, ხორხის ქვეშ, ტრაქეის, იგივე სასულის წინ მდებარეობს. ის გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც სისხლში გადადის და ყველა უჯრედსა თუ ქსოვილზე მოქმედებს. ეს ჰორმონები შეიცავს იოდს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, სასქესო, რეპროდუქციული, ძვალკუნთოვანი სისტემების განვითარებასა და რეგულაციაში. თავად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას თირეოტროპული ჰორმონი (TSH) არეგულირებს.
პაციენტებს ოპერაციის მოცულობიდან გამომდინარე, ენიშნებათ ჰორმონული მკურნალობა, რომლის მიზანია ფარისებრი ჯირკვლის დაკარგული ფუნქციის კომპენსირება და დარჩენილ ქსოვილებში ახალი კვანძოვანი წარმონაქმნების ზრდის პროფილაქტიკა. ჰორმონული მკურნალობა ტარდება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით, პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შერჩევით, რომელიც ზუსტად შეესაბამება ჯირკვლის ამოკვეთილი ქსოვილების მოცულობას. ჰორმონების ინდივიდუალური დოზის შერჩევის შემდეგ პაციენტი იმყოფება ენდოკრინოლოგის დინამიური დაკვირვების ქვეშ, 6 თვეში ერთხელ ინტერვალით.
დისტანციურად ზუსტად ვერ გიპასუხებთ, თქვენს შემთხვევაში შეშუპების გამომწვევი ფაქტორი რა არის, თუმცა, ზოგადად ქვემო კიდურების, სახის არისა და კისრის შეშუპება, აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას.
სასურველია მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, უშუალო ვიზიტისას ექიმი შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს ზოგად მდგომარეობას, დანიშნავს საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და ამის შემდეგ, დააზუსტებს შეშუპების მიზეზს და დაგეგმავს მკურნალობის თქვენზე მორგებულ ინდივიდუალურ მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა