მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ბუშტუკები და წყლულები ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ელემენტებია. ბუშტუკები კანის პირველადი მორფოლოგიური ელემენტები გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ დაავადების დროს დაუზიანებელ კანზე პირველადად ჩნდება, წყლულები კი მეორეულია ანუ პირველადი პათოლოგიური კერის დაშლის შედეგად ჩნდება.
ბუშტუკოვანი გამონაყარი ახასიათებს დისჰიდროზულ ეგზემას, მარტივ ჰერპესს, ჰერპეს-ზოსტერს, ბულოზურ ეპიდერმოფიტიას (სოკოვანი დაავადებაა).
წყლულები კი ჩნდება ვენების ვარიკოზული დაავადების, გუმოზური სიფილისის, მგლურას, ქრონიკული წყლულოვანი პიოდერმიის დროს.
პროფილაქტიკა გულისხმობს პირადი ჰიგიენის დაცვას, რაც იმისთვის არის საჭირო, რომ დაავადებას არ დაერთოს მეორეული ჩირქოვანი ინფექცია.
გირჩევთ, პირველ რიგში მიმართოთ დერმატოლოგს.
აღნიშნული სპეციალისტი, ამ ეტაპზე არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მარჯვენა ხელის ორი თითი მაქვს დაბუჟებული დიდი ხანია, ეხლა კი უკვე ორი თვეა დამეწყო ამ დაბუჟებული თითებზე წყლიანი ბუშტუკების გაჩენა და დაწყლულება,რომ მივა მორჩენამდე, ისევ თავიდან მეწყება. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი. გთხოვთ მიპასუხოთ.
პასუხი: