სისხლის საერთო ანალიზი

კითხვა: გამარჯობა. სისხლის საერთო ანალიზში მაქვს მომატებული ლიმფოციტები -შედეგი 44 (ნორმა მიწერილი აქვს 20-40)- და მონოციტები -შედეგი 12 (ნორმა 2-10)-ეა. თუ შეიძლება მიპასუხეთ რაზე მეტყველებს ეს მატება (ანუ მიზეზი რა შეიძლება იყოს), არის თუ არა ეს საგანგაშო და როგორ შეიძლება დარეგულირება. დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
სისხლის საერთო ანალიზში დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ლეკოციტური ფორმულა. ლეიკოციტები სისხლში წარმოდგენილია გრანულოციტებით (ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები) და აგრანულოციტებით (ლიმფოციტები და მონოციტები). თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს და სხვადასხვა დაავადების დროს მათი რაოდენობა იცვლება.
ლიმფოციტების დიდი რაოდენობით სისხლში გადმოსვლა ხდება ვირუსული პროცესების, სისხლის დაავადებების დროს და ა.შ.
მონოციტები კი, სისხლის ყველაზე დიდი უჯრედებია. ისინი ანადგურებენ ცოცხალ და მკვდარ მიკრობებს, ანტიგენ-ანტისხეულების კომპლექსებს, რომლებიც ვირუსებთან, ბაქტერიებსა და მათ ტოქსინებთან ბრძოლისას წარმოიქმნება. მათი რაოდენობა იმატებს სეპტიური პროცესების, ლორწოვანის გაღიზიანების დროს.
თქვენს მიერ მოწოდებული მხოლოდ ამ მონაცემებით რჩევას ვერ მოგცემთ, დასაზუტებელია, რა ჩივილებიდან გამომდინარე გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი?
მისი დარეგულირება შეიძლება, მხოლოდ ექიმი–სპეციალისტის რეკომენდაციით, ამიტომ, გთხოვთ თავი აარიდოთ თვითმკურნალობას.
თუ დაგვიზუსტებთ, კონკრეტულად რა ჩივილები გაქვთ, შევეცდებით მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისად დაგაკვალიანოთ.
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა