ვიზიტი ანგიოლოგთან

კითხვა: გამარჯობა, ჩემს ქალიშვილს აწუხებს ფეხების შეშუპება კოჭებთან, მირჩიეთ რომელ სპეციალისტს მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა ვვარაუდობთ, რომ საქმე შეიძლება ეხებოდეს ვარიკოზს. მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ვარიკოზი ერთ-ერთი რგოლია იმ პათოლოგიური პროცესისა, რომელიც თანდათანობით პროგრესირებს.
ქვედა კიდურებზე, უპირატესად - კოჭ-წვივის სახსრის არეში, ხშირად ვითარდება გარდამავალი შეშუპება, რომელიც პიკს საღამოს აღწევს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ჩივილები უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდება. ვენების დაავადებები უპირველეს ყოვლისა თრომბოზის თვალსაზრისით გვაშინებს. ვენური თრომბოზი მაშინაც შეიძლება განვითარდეს, როცა ადამიანს არ აქვს ვენური სისტემის თვალში საცემი პათოლოგია, ხოლო დაზიანებულ ვენაში თრომბების ჩამოყალიბების ალბათობა, რასაკვირველია, გაცილებით დიდია.
ზოგადად, ქვედა კიდურების შეშუპება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების მანიშნებელია. სითხის დაგროვებას იწვევს:
● გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);
● ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
● თირკმლის დაავადებები (შეშუპებულია მთელი სხეული);
● ღვიძლის დაავადებები;
● შიმშილი (მკაცრი დიეტები);
● ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციას, უშუალო ვიზიტისას სპეციალისტი შეაფასებს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და ამის შემდეგ შეარჩევს, ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, წინასწარ ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა