მოგესალმებით! თქვენი მონათხრობით გაქვთ გულმკერდის ორივე ზედაპირზე გამონაყარი, რომელიც სავარაუდოდ კანის ინფექციური დაზიანების რომელიმე ფორმის წარმომადგენელია.
ყველა მათგანი ერთიანდება ე.წ. დერმატიტების კლასში, რომლის მრავალი ფორმა არსებობს, მაგალითად :
1. ძუძუსთავის დერმატიტი
2. რადიაციული დერმატიტი
3. ატოპიური დერმატიტი (ეგზემა)
4. კანდიდოზი (კანის ინფექცია)
5. ცელულიტი (კანის ინფექცია)
6. ანგიოედემა და ალერგიული გამონაყარი
7. სებორეული დერმატიტი (სებორეა)
8. და სხვ .
ასევე შესაძლებელია და ვერ გამოვრიცხავთ, თქვენი აღწერილობიდან გამომდინარე, ჰერპესული ინფექციის არსებობას
არსებობს შესაძლებლობა, რომ გამონაყარი თავისთავად გაქრეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში დერმატიტები საფუძვლიან მკურნალობასაც საჭიროებს .
გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია დერმატოლოგთან , რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა,შესაბამის სპეციალისტთან. გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე, დერმატოლოგი არ გვყავს. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!