მოგესალმებით,
თავბრუსხვევა (ვერტიგო) საგნების ან თვითონ სხეულის მოჩვენებითი ბრუნვაა სივრცული ორიენტაციის დარღვევით ან მის გარეშე.
სამედიცინო პრაქტიკაში თავბრუსხვევის სიმპტომი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია..
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის მქონე პაციენტი ექიმთან ვიზიტისას უჩივის თავბრუსხვევას და სხვა შეგრძნებებს უბრალოდ ძლიერ თავბრუსხვევას ან მსუბუქ თავბრუსხვევას, თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას, ხშირ თავბრუსხვევას.
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის ფონზე თავბრუსხვევის სიმპტომის დროს დიაგნოსტიკა სპეციალისტის პრეროგატივაა, დიაგნოსტირება მოიცავს: სისხლძარღვების გამოკვლევას- ულტრაბგერით დოპლეროგრაფის, რეოვაზოგრაფიას, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას ანგიოგრაფიის რეჟიმში და ა.შ.
როგორც მოგვითხრობთ, გაქვთ სკოლიოზი, რომელიც ხერხემლის სვეტის გამრუდებაა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კუნთოვანი მასის განვითარების სისუსტით. ხერხემლის სკოლიოზი ხშირად გვხვდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნერვული სისტემის შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაზიანებების დროს.
შესაძლოა თქვენი ჩივილების გამომწევევი ფაქტორი ესეც იყოს, თუმცა მიმოწერის რეჟიმში ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით.
გირჩევთ ჩაიტაროთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია. გაცნობებთ, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებში ასეთი კვლევა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !