მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, ხართ პედაგოგი, აქედან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ საქმე შესაძლოა ეხებოდეს ფონასთენიას, რაც ნიშნავს, ხმის ფუნქციურ მოშლას. ის ძირითადად პროფესიული დაავადებაა, ემართებათ, მომღერლებს, პედაგოგებს, მსახიობებს და სხვა ისეთი პროფესიის ადამიანებს აღენიშნება, რომელთაც სამეტყველო აპარატის გადაძაბვა უწევთ.
ფონასთენიას იწვევს ზოგიერთი სხვა დაავადებაც, მათ შორის - ქრონიკული სურდო, ადენოიდები, ცხვირის პოლიპები, ცხვირის დანამატ წიაღთა დაავადებანი,ხახისა და ხორხის ორგანოთა ანთებითი დაავადებანი , ტრაქეაში, ბრონქებსა და ფილტვებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, რომლებიც ასევე მოქმედებს ხმის წარმომქმნელ აპარატზე.
შესაძლებელია იწვევდეს ასევე ტონზილიტიც, ეს არის ნუშურა ჯირკვლის ანთება, ნუშურა ჯირკვალი კი ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც ხახის ორივე მხარეზე არის განლაგებული.
ლიმფური სისტემის სხვა ორგანოებთან ერთად ტონზილები მოქმედებენ როგორც იმუნური სისტემის ნაწილი, გამოიმუშავებენ რა იმუნოგლობულინებს, ანტისხეულებს და განაპირობებენ ინფექციებისაგან დაცვას, განსაკუთრებით ეს ეხება ზემო სასუნთქი გზების ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებს.
იმისთვის, რომ თავი აარიდოთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და დაადგინოთ თქვენი სიმპტომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც გაგსინჯავთ ინსტრუმენტულად, შეაფასებს მდგომარეობას და თავად გაგცემთ ამომწურავ პასუხს, მკურნალობის მეთოდის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: 2 თვის წინ მაცივრის წყლის გამო ყელი გამიცივდა და გარკვეული პერიოდი ვახველებდი.ხან ისე რომ სული მეხუთებოდა და ამოსუნთქვა მიჭირდა.ვარ მასწავლებელი. ყოველთვის წყალი მედგა გვერდით, რომ ბავშვებთან უხერხული მომენტი არ შემქმნოდა. ერთხელ ჭამის დროს დამეწყო ხველა და კინაღამ გავიგუდე.მერე გადამიარა.ხველების წამლებს ვღებულობდი და რაღაც ზეთოვან წვეთებს ყელის სიმშრალისთვის. ადრე ასე არასოდეს მქონია. ახლაც, ღამით მემართება იგივე, თუმცა ისე ძლიერად არა. რა უნდა იყოს მიზეზი? იქნებ პროფესიულია.
პასუხი: