მოგესალმებით,
ვერტებრულ–ბაზილური არტერიული სისტემა მოთავსებულია თავის ტვინის უკანა მხარეს და მოიცავს ვერტებრულ და ბაზილურ არტერიებს. ეს სისხლძარღვები ამარაგებენ თავის ტვინის სასიცოცხლო სტრუქტურებს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.
ასევე, კეფის დიდი ხვრელის საშუალებით იჭრებიან ქალას ღრუში, იქვე უკავშირდებიან მოპირდაპირე თანამოსახელე არტერიას და ქმნიან ძირითად არტერიას, რომელიც თავის ტვინის ერთ-ერთი მთავარი მკვებავი წყაროა.
თუ აღნიშნული არტერიები ამა თუ იმ მიზეზით შევიწროვდა, სისხლის მიმოქცევის პროცესი ირღვევა და თავის ტვინის მუშაობაში ცვლილებები (აღქმის, მხედველობითი და სხვა სახის ინფორმაციის გადამუშავების, მეხსიერების, ყურადღების, წონასწორობისა და კოორდინაციის დარღვევა) იჩენს თავს.
დისტანციურად, რა თქმა უნდა ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, ამიტომ შემოგთავაზებთ უფასო კონსულტაციას ნევროლოგთან, რომელიც შეაფასებს მდგომარეობას, დაადგენს მეხსიერების დაქვეითების გამომწვევ მიზეზს და სათანადო, რაციონალურ მკურნალობას დაგინიშნავთ.
ასევე, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, თავის ტვინის მაგისტრალური და ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების დოპლერზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !