ონიქომიკოზი

კითხვა: ვარ 11 კვირის ორსული და მაინტერესებს რა მედიკამენტებით შემიძლია ვიმკურნალო ფრჩხილის სოკოზე?
პასუხი:

მოგესალმებით, ქალბატონო ელისო !

სო­კო­ვა­ნი ინ­ფექ­ცია სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და პაციენტმა  და­ა­ვა­დე­ბას თა­ვი დრო­უ­ლად რომ და­აღ­წი­ოს, ამის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლად დაწყე­ბა.
გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ სო­კო­ვა­ნი ინ­ფექ­ცი­ე­ბი ორ­გა­ნიზ­მი­დან თა­ვი­სით არ გა­მო­დის და ასეთ დროს ექიმ­თან ვი­ზი­ტი ყვე­ლა­ზე სწო­რი გზაა. 

ფრჩხი­ლის სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა (ო­ნი­ქო­მი­კო­ზი) ფრჩხი­ლის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბაა, რო­მელ­საც იწ­ვევს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბის სო­კო. ცნო­ბი­ლია ონი­ქო­მი­კო­ზის გა­მომ­წ­ვე­ვი, ორ­მოც­ზე მე­ტი სა­ხე­ო­ბა. 

და­ა­ვა­დე­ბის წყა­რო შე­იძ­ლე­ბა იყოს სო­კოს სპო­რე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი საგ­ნე­ბი, რო­მელ­თაც უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა აქვს ტერ­ფებ­თან. ფრჩხი­ლის სო­კოს და­ა­ვა­დე­ბას ზრდის:

● ტერ­ფის სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის;

● სა­ერ­თო აბა­ზა­ნით სარ­გებ­ლო­ბა;

● აუზით სარ­გებ­ლო­ბა და ა.შ.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რია ფრჩხი­ლის ფირ­ფი­ტის მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღ­ვე­ვა, ამი­ტო­მაც ხში­რია ონი­ქო­მი­კო­ზე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ფრჩხი­ლე­ბის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შემ­დეგ, ვიწ­რო ფეხ­საც­მე­ლე­ბის ტა­რე­ბის შე­დე­გად.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ფრჩხი­ლის სო­კოს მკურ­ნა­ლო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნ­და შე­ირ­ჩეს და ეტა­პობ­რი­ვად წა­რი­მარ­თოს, აუცი­ლე­ბე­ლია ექი­მის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა. გახსოვდეთ, რომ ონი­ქო­მი­კო­ზი თა­ვის­თა­ვად არ იკურ­ნე­ბა. თუ მკურ­ნა­ლო­ბა არ ჩა­ტარ­და, ერ­თი ფრჩხი­ლი­დან სო­კო და­ნარ­ჩე­ნებ­საც გა­და­ე­დე­ბა. 

დისტანციურად მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა არაეთიკური და არაკორექტულია, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ დერმატოლოგს, სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღნიშნული ექიმი არ გვყავს ცენტრში.

გმადლობთ, რომ დაინტერესდით  ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა