მოგესალმებით,
თქვენს მიერ დასახელებული მონაცემები ნორმის ფარგლებშია ,თუმცა უახლოვდება ზედა საზღვარს და საჭიროა ყურადღება .
მდგომარეობას ,როდესაც ახალშობილის ტვინის პარკუჭების ზომები სცილდება ნორმის ფარგლებს ვენტრიკულომეგალია ეწოდება და მისი მიზეზებიც ზოგადად შესაძლოა იყოს : ობსტრუქციული ჰიდროცეფალია, ფიზიკური ტრავმები, ინფექციური დაავადებები, მემკვიდრული ფაქტორები.
თქვენს შემთხვევაში გირჩევთ ექოსკოპიურ დაკვირვებას დინამიკაში , ამიტომ უნდა მიმართოთ თქვენს მეან–გინეკოლოგს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ , სადაც კვლევები მიმდინარეობს უმაღლესი ხარისხის მაღალტექნოლოგიური ექოსკოპიის აპარატით Voluson E 10, რომელიც მოწინავეა მსოფლიო ბაზარზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ვარ 8 თვის ფეხმძიმე.ექოსკოპიაზე გამოვლინდა ტვინის ლატერალური პარკუჭის დიამეტრი 9მმ.(ნორმა10). რა შეიძლება ამან გამოიწვიოს მომავალში?
პასუხი: