სიმძიმის შეგრძნება

კითხვა: გამარჯობათ. ბოლო პერიოდი მაწუხებს კუჭზე სიმძიმე. ზედმეტად საკვების ან სითხის მიღების შემდეგ თითქოს კუჭიდან რაგაც გიჭერსო და ამოსუნთქვაც მიძნელდება. არის ეს ჩივილი გამოწვეული კოლიტიდან გამომდინარე რაც ძალიან მაწუხებს. გმადლობთ წინასწარ.
პასუხი:

სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში მხოლოდ კვების ფაქტორის დარღვევითა და კონკრეტულად გადაძღომით როდია განპირობებული. მისი აღმოცენება უკავშირდება ნევრასთენიას, ფსიქოზებს, დანაწევრებულ კვებას (როდესაც ადამიანს სხვადასხვა ფაქტორის გამო უწევს კვების პროცესის რამდენჯერმე შეწყვეტა-შეფერხება), სხვადასხვა პრეპარატის მიღებას.
აღნიშნული პრობლემა, ჩვეულებრივ, იმ კატეგორიას აწუხებს, რომელიც წლების განმავლობაში ყურადღებას არ აქცევს კვების რეჟიმს და საზოგადოდ, ჯანსაღი წესით არ ცხოვრობს. სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში უმალ ჩნდება კარგად დანაყრების შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობით საკვებს დიდი პაუზის შემდეგ მივირთმევთ. უსიამოვნო შეგრძნება კიდევ უფრო ღრმავდება თუ საკვების მიღების დასრულებისთანავე დიდი მოცულობის წყალს დავლევთ. რატომ ხდება ასე? რა არის ამის მიზეზი? კუჭი და ნაწლავი (კერძოდ, ნაწლავის საწყისი ნაწილი _ თორმეტგოჯა ნაწლავი) სპეციალური სფინქტერით არის შეერთებული. ამ უკანასკნელის რამდენამდე მწყობრიდან გამოსვლა კი მთლიანად კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევას იწვევს. სიმძიმის შეგრძნება უხშირესად საღამოს ჩნდება, მთელ ღამეს გასტანს და ზოგჯერ დილითაც ნარჩუნდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კუჭი უარს აცხადებს ნომალურად ფუნქციობაზე და მას შველა-დახმარება სჭირდება. თქვენც სავარაუდოდ მსგავს პრობლემებს აღწერთ.ამიტომ აუცილებელია გასტროენტეროლოგის კონსულტაცია ,რომელიც ზუსტად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დანიშნავს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას .გაცნობებთ ,გვაქვს ფასდაკლება გასტროსკოპიულ კვლევაზე ,აქციის ფარგლებში 90 ლარად ჩაიტარებთ გასტროსკოპიას ,გაივლით კონსულტაციას ქირურგთან და ასევე გასტროენტეროლოგთან.პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა