მოგესალმებით,
ხერხემლის გამრუდება, ანუ სქოლიოზი მსოფლიოში ხერხემლის დეფორმაციებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
სქოლიოზის განვითარება ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რის გამოც ხშირად გვიან ხდება მისი გამოვლენა და მკურნალობა. შორს წასულმა ფორმებმა შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ყაფაზში მდებარე ორგანოების გულის და ფილტვების ზეწოლა.
აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია და სერტიფიცირებული მწვრთნელი, რათა დაგინიშნოთ ინდივიდუალური ვარჯიშები, რომელიც თავიდან აგაცილებთ შესაძლო გართულებებს.
გირჩევთ, ჩაიტაროთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, რომლის შედეგებსაც გააცნობთ ინსტრუქტორს და ის ამის საფუძველზე შეარჩევს თქვენთვის სასურველ ვარჯიშის მეთოდებს.
გაცნობებთ, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებში ასეთი კვლევა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ფასდაკლებით, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !