მოგესალმებით,
პირველ რიგში, სასურველია დამოუკიდებლად არ მიმართოთ თანამედროვე დიეტებს.
თქვენს შემთხვევაში აუცილებელია სწორი კვების რეჟიმის დაცვა, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოს.
მოგცემთ რამოდენიმე რჩევას :
● კვების რაციონიდან ამოიღეთ ტკბილეული, ცომეული (ფუნთუშეული) და შეზღუდეთ შაქარი;
● შეზღუდეთ რძე ( დასაშვებია ხაჭო და ყველი );
● სასურველია არ მიირთვათ საქონლისა და ღორის ხორცი ( თევზი და ქათმის ფილე დასაშვებია);
● მიირთვით ცოცხალი ბოსტნეული, ხილი, მათი წვენები, ბურღულეული.
● ერიდეთ ყავას, მუქ ჩაის და შოკოლადს - ყველაფერს, რაც მდიდარია კოფეინით. ( შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ჩაი).
● დღეში სასურველია მიიღოთ 1,5 ლიტრი წყალი.
საჭიროა მიმართოთ მკურნალ ექიმს, რომელიც შეგირჩევთ ინდივიდუალური კვების რაციონს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგთან.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, უღრმესი მადლობა იმისთვის რომ ჩემს შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მივიღე გთხოვთ კიდევ მიპასუხოთ დამიდგინდა ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნე ჩავიტარე მკურნალიბის სრული კურსი მაინტერესებს როგორ უნდა ვიკვებო რომელია ის პროდუქტები რომლებიც არ უნდა მივიღო და რომელი უნდა მივიღო რა ააქტიურებს და ამრავლებს სიმსივნის ავთვისებიან უჯრედებს რა უნდა გავაკეთო გარდა სამედიცინო კონტროლისა რომ მაქსიმალურად დავიცვა თავი ხელახალი ავადობისგან წინასწარ მადლობა გთხოვთ უყურადღებოთ ნუ დატოვებთ ჩემს შეკითხვას
პასუხი: