ვარიკოცელე

კითხვა: მარცხენა ქვედა კვადრატში მაქვს მუდმივი დისკომფორტი და დაჭერისას ტკივილის შეგრძნება გრძელდება უკვე წლებიაა
პასუხი:

მოგესალმებით!
სათესლე ჯირკვლის ტკივილი შეიძლება განვითარდეს ერთ ან ორივე სათესლე ჯირკვალში.
სათესლე ჯირკვლის ტკივილს ბევრი შესაძლო გამომწვევი მიზეზი აქვს. სათესლე ჯირკვლების სენსიტიურობის გამო, მცირე ტრავმასასც კი შეუძლია ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნების გამოწვევა. სათესლე ჯირკვლის ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს თვითონ სათესლე ჯირკვალთან ან მის გარშემო არსებულ სათესლის დაკლაკლინ-მილაკოვან დანამატთან (ეპიდიდიმისი), რომელიც სათესლე ჯირკვლის უკანაა და ამაგრებს მას.
სათესლე ჯირკვლისა და სათესლის არეს ტკივილის გამომწვევი მიზეზებია:

• დიაბეტური ნეიროპათია (ნერვების დაზიანება დიაბეტის გამო);
• სათესლე ჯირკვლის ანთება;
• სისხლძარღვების ანთება ;
• ჰიდროცელე (სითხის დაგროვებით გამოწვეული სათესლე პარკის შეშუპება);
• სათესლე ჯირკვლის იდიოპათიური ტკივილი (უცნობი გამომწვევი);
• საზარდულის თიაქარი;
• კენჭები თირკმელში;
• სათესლე ჯირკვლის ანთება;
• სპერმატოცელე (სითხის დაგროვება სათესლეში);
• სათესლის არეში ტრავმა ან დარტყმა;
• სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვა;
• საშარდე გზების ინფექცია;
• ვარიკოცელე (გაგანიერებული ვენები სათესლე პარკში);

თუ რომელი პათოლოგია იწვვევს თქვენს შემთხვევაში საზარდულის ტკივილს, დისტანციურად პასუხის გაცემა შეუძლებელია. როგორც აღნიშნავთ წლებია გაწუხებთ ეს დისკომფორტი. ამიტომ, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, შემოგთავაზებთ უროლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს.
ვიზიტზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა