დიალიზი

კითხვა: მაინტერესებს, როდესაც ადამიანს კრეატინინი 450 აქვს აუცილებელია დიალიზით მკურნალობა? და რამდენად სახიფათოა ადამიანისთვის ეს მაჩვენებელი?
პასუხი:

მოგესალმებით,
დიალიზი ტარდება თირკმლის როგორც მწვავე, ისე ქრონიკული უკმარისობის დროს. ორივე ეს მდგომარეობა ორგანიზმში ურემიული ტოქსინების დაგროვებას და ორგანიზმის თვითმოწამვლას იწვევს.
დიალიზს აქვს ჩვენებებიც და უკუჩვენებებიც, ამიტომ პროცედურა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.
საჭიროა თირკმლის ფუნქციის მუდმივი კონტროლი, დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, სჭირდება თუ არა პაციენტს დიალიზი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნეფროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტის შემდეგ განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა