მოგესალმებით,დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა, შეუძლებელია, თუმცა, სავარაუდოდ აღნიშნული სიმპტომატიკა ვარიკოცელეს უკავშირდება. სათესლე ჯირკვალი მამაკაცის სქესობრივ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ის გამოიმუშავებს და გარეთ გამოყოფს თესლს, მონაწილეობს მამაკაცური სასქესო ჰორმონების სინთეზში. ამრიგად, მის ნორმალურ ფუნქციობაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მამაკაცის სასქესო ფუნქცია. სათესლე ჯირკვალს, ისევე როგორც ყველა სხვა ორგანოს, თავისი არტერია, ვენა და ლიმფური სისხლძარღვები აქვს.
აქვს ასევე თესლგამომტანი სადინარიც, რომელიც სპერმის გამოყოფას უზრუნველყოფს. ამ მხრივ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ვარიკოცელეს – სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას. ვარიკოცელე უმეტესად მარცხენა სათესლეზე გვხვდება, ვინაიდან მისი ვენა მართი კუთხით უერთდება მარცხენა თირკმლის ვენას, განსხვავებით მარჯვენა სათესლის ვენისგან, რომელიც მახვილი კუთხით პირდაპირ ქვედა ღრუ ვენას ერთვის (რაც იმას ნიშნავს, რომ ვენა სისხლის დინების მიმართულებით ერთდება), თუმცა გვხვდება როგორც მარჯვენამხრივი, ისე ორმხრივი ვარიკოცელეც. შესაძლოა, ვენური სარქვლების უკმარისობა ქვედა კიდურებისა და სხვა მიდამოს ვენების ვარიკოზთან ერთად ვარიკოცელეს მიზეზადაც იქცეს. ვარიკოცელე შესაძლოა განვითარდეს მაშინაც, თუ რაიმე სხვა მიზეზით მოხდა იმ ვენური აუზის ობსტრუქცია, რომელშიც სათესლე ჯირკვლის ვენა ხვდება. ვარიკოცელე სპერმაში აქტიურად მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას იწვევს. თუმცა ვარიკოცელეს დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია რიგი გამოკვლევების ჩატარება, მაგალითად: ექოსკოპია და დოპლეროგრაფია სათესლე ჯირკვალში სისხლის დინებისა და ვარიკოზულად გაგანიერებული ვენური წნულის დიამეტრის განსასაზღვრად. ექიმი ვიზუალური დათვალიერებითაც სვამს ვარიკოცელეს დიაგნოზს, მაგრამ აუცილებელია, ის ექოსკოპიური კვლევითაც დადასტურდეს. შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ მიმართოთ უროლოგს. კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ უროლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს.
კონსულტაციისას ექიმი შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და ამის შემდეგ დაგეგმავს თქვენთან ერთად შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას. გაცნობებთ რომ უფასო კონსულტაციაზე ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ.
მაქვს ასეთი კითხვა. სათესლე ჯირკვლიდან ერთის ზომამ საგრძნობლად მოიმატა. რა შეიძლება იყოს და რა არის მისი გამომწვევი მიზეზი?
პასუხი: