მედიკამენტური აბორტი

კითხვა: გამარჯობა. დავორსულდი და მოსაშორებლად ვიყიდე cytotec ორ დღეში დავლიე 8 აბი და როგორც მითხრეს იმასთან შედარებით ძალიან ცოტა წამომივიდა და მომეშალა ან საშიში თუა?
პასუხი:

მოგესალმებით!
მედიკამენტური აბორტისათვის ძირითადად ნაჩვენებია ანტიპროგესტაგენური ქმედების პრეპარატების (მიფეგინი, პენკრაფტონი, მიფეპრისტონი, RU 486 და სხვ) გამოიყენება. პრეპარატების ამ ჯგუფს ერთი აქტიური ნივთიერება – მიფეპრისტონი – აერთიანებს. მიფეპრისტონი ბლოკავს ჰორმონ პროგესტერონის რეცეპტორებს, რომელიც ორსულობის შენარჩუნებაზე აგებს პასუხს და საშვილოსნოს შეკუმშვას იწვევს. გარდა ამისა, მიფეპრისტონი პროსტაგლანდინების მიმართ საშვილოსნოს კუნთოვანი კედლის მგრძნობელობას ამძაფრებს, რაც ასევე ხელს უწყობს მის შეკუმშვას. შედეგად, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მისი მიმდებარე ენდომეტრიუმიდან (საშვილოსნოს შიგნითა შრე) გამოიდევნება, რაც საშვილოსნოდან ემბრიონის გამოდევნით, ანუ აბორტით, სრულდება.
ნივთიერება მიფეპრისტონს, 200 მკგ-ს დოზით, ყველა ანტიპროგესტაგენური პრეპარატი შეიცავს. მიფეპრისტონის გარდა, ორსულობის მედიკამენტური შეწყვეტის ეფექტის გასაძლიერებლად, დამატებით ინიშნება პროსტაგლანდინები (მიზოპრესტოლი, გემეპროსტი, საიტოტეკი, მიროდიტი და სხვ).

რაც შეეხება საიტოტეკს ,ის უშუალოდ გასტრო–დუოდენური წყლულის სამკურნალო პრეპარატია და მისი იზოლირებულად ,ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით გამოყენება ,შესაძლოა ეფექტური არ იყოს .მან შეიძლება გამოიწვიოს ჩასახვის პროდუქტების ნაწილობრივი ან სრული გამოდევნა. ის ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებში რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პროსტაგლანდინების მიმართ.
ბევრი პაციენტი, მედიკამენტური აბორტის შესახებ მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობს, რომ ეს არის შედარებით დამზოგველი და მარტივი მეთოდი, შესაბამისად ჩნდება სურვილი, ეს გაკეთდეს სახლის პირობებში. როცა არ გჭირდება არც ექიმი, არც ავადმყოფობის ისტორია, არც „ზედმეტი“ ფულის ხარჯვა და ბოლოს და ბოლოს, ამას ვერავინ იგებს, სინამდვილეში კი მედიკამენტური აბორტი არც ისე უსაფრთხო ღონისძიებაა, რადგან აქვს სერიოზული გვერდითი ეფექტები, რაც ქალის სიცოცხლეს უქმნის უდიდეს საფრთხეს, მაგალითად შესაძლოა განვითარდეს ძლიერი სისხლდენა, რომელიც გამოვლენისთანავე საჭიროებს კვალიფიციურ ჩარევას.
დისტანციურად შეუძლებელი და არაპროფესიულია, დავასკვნათ , თქვენს შემთხვევში განხორცილდა თუ არა მედიკამენტური აბორტი.
მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ მიმართოთ გინეკოლოგს.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა