თავბრუსხვევა

კითხვა: გამარჯობა , თავბრუხვევები მაქვს ხოლმე 3 დღე ახლა კიდევ წონასწორობას ვკარგავ კეფა კისერიც მტკივა ხოლმე ანალიზები გავიკეთე არაფერი მაქვს სულ მოდუნებული ვარ რისი ბრალი შეიძლება იყოს 20 წლის ვარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარს სიცოცხლის განმავლობაში აქვს თავბრუსხვევის ერთი ეპიზოდი მაინც, რომლის გამოც ექიმთან მიდის. თავბრუსხვევა ძირითადად მოიცავს სამ კონკრეტულ შეგრძნებას:
● გონების დაკარგვა – თავბრუსხვევის ეს ტიპი გამოიხატება სიმსუბუქის შეგრძნებით, როგორც „გულის წასვლის“ წინ.
● ბალანსის დაკარგვა – ბალანსის დაკარგვის დროს ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ მყარად ვერ დგას, როგორც წაქცევისას.
● ვერტიგო, ეწოდება მდგომარეობას, როცა ადამიანს ჰგონია, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს ან თავად ტრიალებს სამყაროს გარშემო.
თავბრუსხვევას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ამ სიმპტომის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზებია:
შიდა ყურის პრობლემები, სისხლის მიწოდების შეზღუდვა, გარკვეული მედიკამენტები.
თავბრუსხვევის სხვა მიზეზები: ანემია, ტვინის შერყევა, ზოგადი შფოთვა, ჰიპოგლიკემია, შაკიკი, პანიკური შეტევა. რამდენიმე მარტივი რჩევა შესაძლოა დაგეხმაროთ თავბრუსხვევის დროს:
● იმოძრავეთ ნელა, განსაკუთრებით მწოლიარე მდგომარეობიდან ადგომისას, მრავალ ადამიანს აქვს თავბრუსხვევის შეგრძნება როცა სწრაფად დგება;
● მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე;
● თავი შეიკავეთ კოფეინისა და თამბაქოს მოხმარებისაგან. ეს ნივთიერებები სისხლძარღვებს ავიწროვებენ და ამით აუარესებენ სიმპტომს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, თავბრუსხვევის სიმპტომის დეტალური და ზუსტი აღწერა ექიმს უადვილებს მიზეზის დადგენასა და მკურნალობას.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა