გამარჯობა! შეცდებით ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდოთ , პირის ღრუში უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით . უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან ბევრისთვის ნაცნობი და მტკივნეული თემაა, რომელიც შეიძლება გახდეს პიროვნების დაბალი თვითშეფასების, სოციალური, ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი .
უსიამოვნო სუნის წყარო შეიძლება იყოს როგორც პირის ღრუში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
თუ იმ დაავადებას არ უმკურნალეთ, რომელიც უსიამოვნო სუნს იწვევს და მხოლოდ მის სიმპტომს (სუნს) ებრძოლეთ, პრობლემა მხოლოდ დროებით მოგვარდება. პირიდან ცუდი სუნის შემთხვევაში მკურნალობა იწყება პირის ღრუს სრულყოფილი გამოკვლევით და ავადმყოფობის ისტორიის დეტალური გამოკითხვით, ამიტომ, პირველ რიგში, ადამიანმა უნდა მიაკითხოს სტომატოლოგს, რათა მან გამორიცხოს პაროდონტოზი და პირის ღრუს სხვა დაავადებები. თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზე გაქვთ, დააკვირდით ენას. ტყუილად კი არ ვუწოდებთ ექიმები ენას “კუჭის სარკეს”. სქელი თეთრი ან მოყვითალო ნადები იმაზე მიგვანიშნებს, რომ პირიდან ცუდი სუნის მიზეზი შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის არასწორი მუშაობა იყოს. ამ შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ გასტროენტეროლოგთან, რომელიც გამოგიკვლევთ, დაგინიშნავთ დიეტას და საჭიროების შემთხვევაში - სათანადო მკურნალობასაც. მაგალითად, დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის დროს რეკომენდებულია კუჭის წვენისა და ფერმენტული პრეპარატების მიღება. ეს პირიდან სუნის პრობლემას მოხსნის. სპეციფიკურ მკურნალობას მოითხოვს საყლაპავის დივერტიკულით, წყლულოვანი დაავადებით განპირობებული სუნი. აღსანიშნავია, რომ კუჭ-ნაწლავის დაავადებები ხშირად აირების გაძლიერებული წარმოქმნით მიმდინარეობს. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს პირიდან უსიამოვნო სუნს. ამ დუღილის პროცესის “დაშოშმინება” შეუძლია სამკურნალო ბალახებს: კამას, ოხრახუშს, სალბს, ბარამბოს, ანისულს, პიტნას. მაგალითად, კარგი იქნება, თუ ასეთი პაციენტები 3/4 ჭიქა პიტნის თბილ ნაყენს 2-3-ჯერ გამოივლებენ პირში და დანარჩენს დალევენ. როცა არასასიამოვნო სუნი საჭმლის მონელებასთანაა დაკავშირებული, კარგია გააქტიურებული ნახშირის მიღება ჭამის შემდეგ, დღეში 3-ჯერ.
გარდა ამისა, აუცილებელია:
პირის ღრუს ჰიგიენისა და სანაციის გაძლიერება, რაც გულისხმობს კბილებისა და ენის წმენდასა და ხეხვას დღეში, სულ მცირე, ორჯერ; კვების რაციონის კორექცია. კერძოდ, ხახვის, ნივრის, წიწაკის, შებოლილი პროდუქტების, ყველის ზომიერი მოხმარება. საკვები რაციონი გაიმდიდრეთ მწვანილით, ხილითა და ბოსტნეულით - მათში ბევრია უჯრედისი. მაგალითად, კარგია ვაშლი, სტაფილო და ნიახური. ისინი ასტიმულირებენ ნერწყვის გამოყოფას, რომელიც ასველებს პირის ღრუს და კბილებზე დარჩენილი საკვების ნაწილაკების მოცილებას უწყობს ხელს. კენკრა, ციტრუსი, საზამთრო და ჩ ვიტამინის შემცველი სხვა პროდუქტები პირის ღრუში ბაქტერიებისთვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის; A, B3, B5, C, E, P ვიტამინების პროფილაქტიკური დოზით მიღება; უარის თქმა ნიკოტინსა და ალკოჰოლურ სასმელებზე; ნერწყვის გამოყოფის სტიმულაცია ან ხელოვნური ნერწყვის მოხმარება. ნერწყვის დენის სტიმულაციის მიზნით, ზემოთ დასახელებული საშუალებების გარდა, რეკომენდებულია ვირისტერფას ნაყენი; ანტიბაქტერიული მკურნალობა: უნდა მოხდეს ნებისმიერი ქრონიკული ინფექციის კერების ლიკვიდაცია.
საღეჭი რეზინი ხელს უწყობს ნერწყვის გამოყოფას და მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირიდან ცუდი სუნის პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მას სუნის მხოლოდ შენიღბვა შეუძლია და არა მისი გაქრობა. შესაბამისად , გირჩევთ მიყვეთ ჩვენს რეკომენდაციებს .სასურველია მიმართოთ ასევე ოტორინოლარინგოლოგს ,შესაძლოა იყოს ნუშურა ჯირკვლის პრობლემაც ,რადგან აღნიშნავთ გულის ფრიალს ,რაც კავშირშია ტონზილებთან .თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკას ,სადაც მუშაობენ როგორც გამოცდილი გასტორენტეროლოგი ,ასევე ყელ–ყურის ექიმი–სპეციალისტი .
ვიზიტებზე შეგიძლიათ ჩაეწეროთ წინასწარ,ტელეფონით 5 77 119 119
გმადლობთ ,რომ გვენდობით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !