მოგესალმებით,
ზოგადად, უმრავლეს შემთხვევაში არასასიამოვნო სუნი ბავშვებში, დაკავშირებულია პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებასთან .ის თან სდევს ხოლმე ყელის დაავადებებს, ან ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას.
ხოლო, თუ საქმე ეხება ბაქტერიების გამრავლებას – მას ყოველთვის თან სდევს კარიესი, სტომატიტი, გინგივიტი და სხვადასხვა ანთებითი დაავადება.
ამიტომ, აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენა, რაც გულისხმობს კბილებისა და ენის წმენდასა და ხეხვას დღეში, სულ მცირე, ორჯერ.
კვების რაციონის კორექცია. კერძოდ, ხახვის, ნივრის, წიწაკის, შებოლილი პროდუქტების, ყველის ზომიერი მოხმარება. საკვები რაციონი გაიმდიდრეთ მწვანილით, ხილითა და ბოსტნეულით - მათში ბევრია უჯრედისი. მაგალითად, კარგია ვაშლი, სტაფილო და ნიახური. ისინი ასტიმულირებენ ნერწყვის გამოყოფას, რომელიც ასველებს პირის ღრუს და კბილებზე დარჩენილი საკვების ნაწილაკების მოცილებას უწყობს ხელს.
მიმართეთ ბავშვთა სტომატოლოგს, თუ გამოირიცხება სტომატოლოგიური პრობლემები, შესაბამისად აუცილებელია ვიზიტი განახორციელოთ პედიატრთან.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: 5 წლის ბავშვი მყავს და პირიდან ამოსდის ცუდი სუნი და რა შეიძლება იყოს მიზეზი?
პასუხი: