მოგესალმებით,
უშვილობის მიზეზი ქალებში ბევრია, მაგალითად: შარდსასქესო ორგანოების თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტები, მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები, ფალოპის მილების გაუვალობა, ჰიპერპროლაქტინემია, ჰორმონული დისბალანსი, აუტოიმუნური სისტემური დაავადებები, შარდსასქესო სფეროს ინფექციური დაავადებები, ფსიქოსექსუალური დარღვევები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ძალიან დიდ როლს თამაშობს უნაყოფობაზე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, რომელიც იწვევს სასქესო ორგანოების ანთებით პროცესს, რომელიც ხშირად ფარულად მიმდინარეობს. პროცესი დროთა განმავლობაში საშვილოსნოს მილების ობტურაციას(დახშობას) იწვევს. ასევე გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა იყოს ენდოკრინული პათოლოგიები, ვინაიდან არც ერთი სხვა სფერო ისე არ არის ჰორმონულ ფონზე დამოკიდებული, როგორც შვილოსნობა.
21 საუკუნეში უშვილობის პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს.
რაც შეეხება სუროგაციას და ინვიტრო განაყოფიერებას, ჩვენს კლინიკაში არ ტარდება, ამიტომ პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
მობრძანდით ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" , გაიარეთ კონსულტაცია ექიმ–გინეკოლოგთან, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დასახავს თქვენი პრობლემის მოგვარების გზებს.
გვაქვს გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეები, სამშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: 5 წარუმატებელი ინვიტრო მაქვს გაკეთებული.აქედან 2 ჯერ სუროგატს გადავუტანე ემბრიონები.დონორის კვერცხუჯრედით .ხეგე 0.5 ფიქსირდებოდა როგორც ჩემთან ასევე სუროგატთან .რა შეიძლება წარუმატებლობის მიზეზი იყოს.რამდენად საჭირო იყო ასეთ სიტუაციაში სპერმის დნმ ის გაკეთება.
პასუხი: