უროლოგიური პათოლოგია

კითხვა: გამარჯობა ჩემი ძმა 27 წლისაა.შარდის ბუშტზე აღმოუჩინეს ექოსკოპიით წანაზარდი 2 მმ.ექოსკოპიით მეტასტაზები არ ჩანს.სხვა არაფერი გაუკეთეს ამოსაკვეთიაო და დანარჩენს დათესვის შემდგეგ ვიტყვითო.ჯერ ვერაფერს ამბობენ.საშინელ დღეში ვართ მთელი ოჯახი.მაინტერესებს არის შანსი რომ ყველაფერი კარგად იყოს განიკურნოს და განაგრძოს ჯანმრთელად ცხოვრება.ასეთი პატარა ზომის შეიძლება შარდის ბუშტიც დაეზიანა? ან შორეული მეტასტაზების საფრთხე თუ არსებობს.ყველაფერი რომ გამოჩნდეს რით უნდა გამოიკვლიოს? დიდი მადლობა წინასწარ მოუთმენლად ველი თქვენს წერილს.ღმერთმა დაგლოცოთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ასეთ სერიოზულ დიაგნოზზე, მიმოწერის რეჟიმში საუბარი და წინასწარ რაიმე პროგნოზის გათვლა რთულია, მითუმეტეს არ ვიცით პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და არ გვაქვს შესაძლებლობა თავად გავეცნოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხებს.
ამიტომ, მობრძანდეს პაციენტი ჩვენს კლინიკაში უროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ობიექტურიად შეფასდება მისი მდგომარება და დაენიშნება ადექვატური მკურნალობა.
საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს კლინიკაში, მკურნალობის მეთოდის არჩევა, თანამედროვე მიდგომით ხდება „კიბოს ჯგუფის“ იგივე ტუმორბორდის ( Tumor Board) მიერ, რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში მონაწილეობენ ერთობლივად კლინიკური ონკოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ონკოქირურგი, რადიოთერაპიის ექიმი – სპეციალისტი, რადიოლოგი და სხვ.
მხოლოდ ასეთი ჯგუფის მიერ, კონსილიუმის წესით გადაწყვეტილი მკურნალობის მიმართულება ითვლება თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდად.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა