მოგესალმებით,
გლომერულონეფრიტი გლომერულების ანთებითი დაავადებაა. გლომერულა თირკმელში არსებული გორგლისებრი სტრუქტურაა, რომელსაც თირკმლის ძალიან წვრილი სისხლძარღვების, კაპილარების, ერთობლიობა ქმნის. მისი მთავარი ფუნქციაა სისხლის გაფილტვრა – გაწმენდა ჭარბი სითხისგან, ელექტროლიტებისა (Na, K, P) და ნარჩენი პროდუქტებისგან. ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებები თირკმლის პატარა მილაკების საშუალებით უკუშეიწოვება სისხლში, დანარჩენი კი შარდსადენში გადადის და შარდთან ერთად გამოიყოფა. ამგვარად გამოიდევნება ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები.
გლომერულების დაზიანებისას თირკმელი კარგავს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის საბოლოო, ადამიანისათვის მომწამლავი ნივთიერებებისა და ჭარბი წყლის გამოყოფის უნარს, სათანადოდ ვეღარ იფილტრება სისხლი, შარდით იკარგება ცილები.
ასეთ დროს მნიშვნელოვანი კვლევაა თირკმლის ბიოფსია.
რაც შეეხება მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას, ვფიქრობთ უმჯობესია აღნიშნულ კვლევაზე რეკომენდაცია მოგცეთ შესაბამისმა სპეციალისტმა.
ამიტომ, მოიყვანეთ დედა ჩვენს კლინიკაში ნეფროლოგთან კონსულტაციაზე, მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ კი, გვექნება შესაძლებლობა გაგცეთ ამომწურავი პასუხი მკურნალობასთან დაკავშირებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/49
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!